შპ,,მედია-სახლი ობიექტივის"-ს კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24520-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 24520-2015

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა პირველი კრების გადადების შესახებ

 

2016 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,მედიასახლი ობიექტივის” კრედიტორთა პირველი კრების გადადების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,მედიასახლი ობიექტივის” მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის5 იანვრის განჩინებით 2016 წლის 17 თებერვალს 12:00 საათზე მოწვეული იყო კრედიტორთა პირველი კრება თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში, მაგრამ კრება ვერ შედგა, რადგან არ გამოცხადდნენ კრედიტორები და არც კრედიტორთა მოთხოვნები იქნა წარდგენილი სასამართლოში და მეურვესთან.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის, ამავე კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორებსა და მოვალეს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მეურვის მოხსენებაზე გამოთქვან შენიშვნები და დასვან შეკითხვები. კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულების შემდეგ, როდესაც მოვალე ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას, კრედიტორები ირჩევენ გაკოტრების მმართველს. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

 ვინაიდან, კრედიტორთა პირველ კრებაზე არ გამოცხადდნენ კრედიტორები და არც მოთხოვნა არის წარმოდგენილი მოვალის მიმართ, შპს ,,მედიასახლი ობიექტივის” კრედიტორთა კრება უნდა გადაიდოს და ეცნობოს მოვალის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულ კრედიტორებს კრების გადადების შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,მედიასახლი ობიექტივის” კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და გაგრძელდეს 2016 წლის 18 მარტს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს ,,მედიასახლი ობიექტივის” მეურვეს სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს” კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                              ლაშა ქოჩიაშვილი