საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 26/11/1974

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექს ში ცვლილებ ათა და დამატებათა   შეტანის შესახებ

„შრომითი დავის განხილვის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 20 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექს შ ი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118; 1973 წ., №11, მუხ. 202) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 195-ე, 203-ე და 213-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 195. შრომითი დავის განხილვის წესი

  შრომითი დავის კომისიების, პროფესიული კავშირების საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტების ა და ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ შრომითი დავის განხილვის წეს ი განისაზღვრება სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომის კანონმდებლობის საფუძვლებით, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული შრომითი დავის განხილვის წეს ის დებულებ ით და ამ კოდექს ით, ხოლო რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოებ შ ი, გარდა აღნიშნულისა, აგრეთვე საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი თ.“.

    „მუხლი 203. შრომის დავის განხილვა რაიონულ (საქალაქო)  სახალხო სასამართლოში

რაიონ ული (საქალაქო)  სახალხო სასამართლოები შრომის დავას განიხილავენ:

1) მუშათა და მოსამსახურეთა განცხადებით, – როცა ისინი არ ეთანხმებიან პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის დადგენილებას;

2) საწარმო ს, დაწესებულები ს, ორგანიზაციი ს ადმინისტრაციის განცხადებით, – როცა მას მიაჩნია, რომ საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის დადგენილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

3) მუშათა და მოსამსახურეთა განცხადებით, – როცა ისინი არ ეთანხმებიან პრ ო ფკავშირული ორგანიზა ტორის და საწარმო ს, დაწესებულები ს, ორგანიზაციი ს ხელმძღვანელისაგან შემდგარი შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილებას, ან როცა ამ კომისიაში მხარეებ მა ვერ მიაღწიეს შეთანხმ ებას;

4) პროკურორის განცხადებით, – რომ მას მიაჩნია, რომ პრ ო ფკავშირ ის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის დადგენილება ან პრ ო ფკავშირული ორგანიზა ტორის და საწარმო ს, დაწესებულები ს, ორგანიზაციი ს ხელმძღვანელისაგან შემდგარი შრომითი დავის კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გარდა ამისა, უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლო ებში შრომითი დავის კომისიის ა და პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის ათვის მიუმართავად, შრომით დავას განიხილავენ:

1) იმ მუშათა და მოსამსახურეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ განცხადებით, რომლებიც დათხოვნილნი არიან საწარმო ს, დაწესებულები ს, ორგანიზაციი ს ადმინისტრაციის ინიციატივით, აგრეთვე განცხადებით მათი დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის შესახებ, გარდა იმ მუშაკთა დავისა, რომელთა თანამდებობანი გათვალისწინებულია განსაკუთრებული ნუსხით (ამ კოდექსის 213-ე მუხლი);

2) იმ საწარმო თა, დაწესებულებ ათა, ორგანიზაცი ათა მუშ ებისა და მოსამსახურე ების განცხადებით, სადაც არ არის  პროფკავშირთა საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტი და პროფკავშირული ორგანიზატორები, აგრეთვე კოლმეურნეობებსა და საკოლმეურნეოთაშორისო ორგანიზაციებში შრომითი ხელშეკრულებებით მომუშავე პირთა განცხადებით;

3) ადმინისტრაციის განცხადებით საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მუშებისა და მოსამსახურეების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში განიხილავენ აგრეთვე მუშაკსა და ადმინისტრაციას შორის შრომით დავას შრომის კანონმდებლობის გამოყენების ისეთ საკითხზე, რომელიც ამ მუშაკის მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარ გადაწყვიტა ადმინისტრაცია მ პროფკავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტთან შეთანხმებით, მათთვის მინიჭებულ უფლებ ათა ფარგლებში.“.

    „მუხლი 213. შრომის დავის განხილვა ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ

ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოების მიერ შრომი თი დავ ა გან ი ხილ ებ ა:

1) იმ მუშაკთა განცხადებით დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ შრომითი დავის განხილვის წესის დებულების №1 დანართის №2 ნუსხაში ჩამოთვლილი თანამდებობ ანი;

2) იმ მუშაკთა განცხადებით დათხოვნის, დათხოვნის მიზეზების ფორმულირების შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის და დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე, რომლებსაც დაკავებული აქვთ შრომითი დავის განხილვის წესის დებულების №1 დანართის №2 ნუსხაში ჩამოთვლილი თანამდებობ ანი, თუ ისინი დაითხოვეს იმის გამო, რომ დადგენილი წესით შეუფერებლად ცნეს დაკავებული თანამდებობისათვის ან არ აირჩიეს ახალი ვადით;

3) იმ მუშაკთა განცხადებით დისციპლინური სასჯელის დადების გამო, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა დისციპლინური წესდებით;

4) საწარმო ების, დაწესებულებ ების, ორგანიზაცი ების ხელმძღვანელთა მუშაკთა განცხადებით პრემირების საკითხების გამო, რომლებსაც მოქმედი დებულებების თანახად მათთვის მისაცემად ამტკიცებენ ზემდგომ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები“.“

2. კოდექსს დაემატოს 2141 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

    „მუხლი 2141. ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილება

ფულადი მოთხოვნების საკითხებზე შრომის დავის განხილვისას, გარდა მოთხოვნისა იმის შესახებ, რომ გადაუხადონ მუშაკს საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენილი დროისათვის ან ხელფასის სხვაობა დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის (ამ კოდექსის 207-ე და 214-ე მუხლები) ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადოს მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არა უმეტეს ერთი წლისათვის, ხოლო დათხოვნისას გამო უყ ენებ ე ლი შვებულებისათვის ფულადი კომპენსაციის საკითხებზე – არა უმეტეს ორი სამუშაო წლისათვის (უკიდურესად ჩრდილოეთსა და მასთან გათანაბრებულ ადგილებში –  არაუმეტეს სამი სამუშაო წლისა).“.

3. 197-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„იმ საწარმო ებში, დაწესებულებ ებსა და  ორგანიზაცი ებში, სადაც პროფ კავშირთა, საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტებ ს მინიჭებული აქვთ პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები საამქროებსა და სხვა სტრუქტურულ ქვეგანყოფილებებში შეიძლება შეიქმნას საამქროების შრომითი დავის კომისიები; ისინი იქმნებიან პროფკავშირის ამ კომიტეტისა და საწარმო ს, დაწესებულებ ის, ორგანიზაცი ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.“.

4. 198-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვა „მიღების“ შეიცვალოს სიტყით „შეტანის.“.

5. 201-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტ ს, რომელსაც  მინიჭებული აქვს პროფესიული კავშირის რაიონული კომიტეტის უფლებები, შეუძლია პროფესიული კავშირის საამქროების კომიტეტებს გადასცეს შრომითი დავის განხილვის უფლება შრომითი დავის განხილვის წესის დებულების შესაბამისად.“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე   გ.ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი    ზ.კვაჭაძე.

თბილისი, 1974წლის 26ნოემბერი.