სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2016
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა / ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2016
matsne.gov.ge 1,313 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული   კოდი პროგრამა / ქვეპროგრამა
წლიური გეგმა I
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 14.12.2017 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.08.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.02.2018 ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 02.11.2015 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2016 წლის 23 თებერვალი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის  შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფკაციის  მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗       დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის  ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5 %-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. 4. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია: ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლთან შეთანხმებით მოამზადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ბ) მოამზადოს სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში, განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. გ) მოამზადოს სამტრედიიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი. დ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტლებს  შორის გადანაწილებას გამგებლის ბრძანების საფუძველზე. მუხლი 3🔗. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განვალობაში ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ასიგნების გადანაწილების თაობაზე, წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნის გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში ამზადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტს. 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს სამტრედიის მუნციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს. ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში  ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებით და ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილების განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანართი №2 სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გეგმის ცვლილებების ცნობა № 20 . .  წლის " . . . ." . . . . . . . . . . . . . . . ."  ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------             (ცვლილების საფუძველი - დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)                                                20 . .  წლის " . . . . ." . . . . . . . . . . ." -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  (ცვლილების შინაარსი) პროგრამული   კოდი პროგრამა / ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული-შემცირებული) მ.შ. კვარტლების მიხედვით წლიური გეგმა I II III IV ჯ ა მ ი დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა. 4. დანარჩენი ცვლილება. დანართი №3 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში მუხლი 1🔗 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​2-გ“-ქვეპუნქტებით განსაზღვრული, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების (შემდგომ  - ა(ა)ი პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. ა(ა)იპ ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამული კოდებს შორის ცვლილებების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილებების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან (მუნიციპალიტეტის გამგებელთან) შეთანხმებით. 4. ა(ა)იპ ხელმძღვანელი მოთხოვნას მისთვის დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობთ. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია მოთხოვნას ასიგნების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტით და შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც შემდგომ რეზოლუციით წარედგინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 5. ა(ა)იპ რომელიც თავად წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის /ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად. 6.  კანონმდებლობით დადგენლი წესით ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ( E-Budget). 7. ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2. განხორცილებული ცვლილებები ა(ა)იპ-სათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.