⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.04.2017)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 24.02.2016
ძალის დაკარგვა 05.04.2017
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 381 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2016 მიღება
05.04.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMC ITL
0.28 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №07 2016 წლის 24 თებერვალი დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო  და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 თებერვლის №04 დადგენილება.     მუხლი 3🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლენტეხის მაგისტრ სასამართლოში.              მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი დანართი №1  ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ  მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით  CN = IMG  X  IT L  X C X K, სადაც  ა) CN  არის 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს; გ) IT L არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ერთ კვ/მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და  მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMC ITL C K CN 0.28 1 0.24 50 3,36 3. დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,36 ლარს. 4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,344 ლარს. 5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,008 ლარს. 6. ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  2,7 ლარს.