ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2016
ძალის დაკარგვა 06.06.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.127.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 99-ე მუხლისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ ტექსტში - წესი) მიზნად ისახავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი - გამგებელი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გამოთანაბრებითი ტრანსფერისა) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გადახდის) ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.
მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში, სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები;
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის - ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები;
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევ ხარჯს და სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს.
2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში, როგორც მიმდინარე ან კაპიტალური ხარჯები, თუ ეს საჭიროება არ დადგა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი;
ბ) პროგრამისათვის (ქვეპროგრამისათვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა;
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება;
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება, ხელმძღვანელი პირის მითითებით.
2. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, გამგებელი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.