საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს N3/257 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.016213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/04

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებას შეიმუშავებს კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იმავე წესით, როგორც თვით დებულების მიღება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე