ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2016
ძალის დაკარგვა 30.03.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2016 წლის 29 თებერვალი
ქ.ხობი
ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ხობში 9 აპრილისა და ბერიას ქუჩებზე შემოღებულ იქნეს ცალმხრივი მოძრაობა, ცოტნე დადიანის ქუჩიდან აიკრძალოს ბერიას ქუჩის მიმართულებით შეხვევა და ამ ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდეს ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“. 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდეს ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და 9 აპრილის ქუჩიდან აიკრძალოს ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.
მუხლი 2🔗
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა