საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1982 წ., №12, მუხ. 371) 217-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.
2. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 420) 185-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათ მანეთამდე“ და 187-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
თბილისი, 1990 წლის 30 ოქტომბერი.
№2855 –XI