⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2017)
გაუქმებულია:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
ძალის დაკარგვა 02.03.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4/4
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 673 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2016 მიღება
02.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (13)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ზონის დასახელება ImG
პირველი ზონა 1,5
მეორე ზონა 1,4
მესამე ზონა 1,3
მეოთხე ზონა 1,2
შუალედური ზონა 0,7
პირველი პერიფერიული 0,9
მეორე პერიფერიული 0,8
პირველი ქვეზონა 0,7
მეორე ქვეზონა 0,7
მესამე ქვეზონა 0,7
მეოთხე ქვეზონა 0,7
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №4/4 2016 წლის 26 თებერვალი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის  №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება  (დანართი  №1); ბ) ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი  (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორას ოცი) ოდენობით (დანართი №2); გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №3). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №6/7 დადგენილება. მუხლი 3🔗   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია დანართი  №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია  მდინარე რიონის  ქალაქის  არხით,  ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის),  სამხრეთ-აღმოსავლეთით ყოფილი სს „გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით,  დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით. ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის), მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით. ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალგამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას  (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე. ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და ყოფილი სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე. შუალედური ზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.         პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე. პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით. დანართი №2 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (I T L), მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი (K). ზონის დასახელება I T L მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი K მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი ცენტრალური ზონა პირველი ზონა 1,5 220 მეორე ზონა 1,4 220 მესამე ზონა 1,3 220 მეოთხე ზონა 1,2 220 შუალედური ზონა შუალედური ზონა 1 220 პერიფერიული ზონა პირველი პერიფერიული 0,9 220 მეორე პერიფერიული 0,8 220 დანართი №3 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ-ზე ზონის დასახელება ImG I T L C  K                     CN                    ცენტრალური ზონა პირველი ქვეზონა 0,7 1,5 0,24 220 55,44 მეორე ქვეზონა 0,7 1,4 0,24 220 51,75 მესამე ქვეზონა 0,7 1,3 0,24 220 48,05 მეოთხე ქვეზონა 0,7 1,2 0,24 220 44,36 შუალედური ზონა შუალედური ზონა 0,7 1 0,24 220 36,96 პერიფერიული ზონა პირველი ქვეზონა 0,7 0,9 0,24 220 33,27 მეორე ქვეზონა 0,7 0,8 0,24 220 29,57 CN=ImGXITLXCXK CN – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ-ზე (ლარი) ImG –  ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი I T L – ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი C – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი  1 კვ. მ-ზე K – არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.