ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2016
ძალის დაკარგვა 20.02.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.172.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,32 | 0,9 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2016 წლის 26 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/03/2015; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.172.016078)
.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში –
მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN –
არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG –
არის ქალაქ ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ) ITL –
არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის – 1-ს; ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის– 0,9-ს;
დ) C –
არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 190-ს, ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს;
მუხლი 2🔗
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1,1
0,24
190
16.05
მუხლი 3🔗
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1
0,24
131
10.06
მუხლი 4🔗
პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
0,9
0,24
102
7.05
დანართი №2
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ქალაქ ამბროლაურის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
1
ვაჟა-ფშაველას ქუჩა №1-დან №37-ის ჩათვლით, მ. კოსტავას ქუჩა, ვ. მახალდიანის ქუჩა, ვანო კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა, მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ხვანჭკარის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ა. შიშინაშვილის ქუჩა, კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №12ა -ს ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა, დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა, მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩა, მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბრატისლავა-რაჩის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №01 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №02 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №03 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №04 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი, კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.
1,1
შუალედური ზონა
2
ა. შიშინაშვილის ქუჩა, ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით, აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა, ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №9-დან №38-ის ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა №9-დან №88-ის ჩათვლით, გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა, დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა-ბრატისლავა რაჭის- ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა, გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სოფიო შარაბიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №37- დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისმდე, ვაჟა ფშაველას ქუჩა №01-დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №06 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.
1
პერიფერიული ზონა
3
რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის №20-ის ჩათვლით, ექვთიმე აღმსარებლის ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა №88-დან №59-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- № 13 დან № 22-ის ჩათვლით, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა, წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით, შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა №33-დან №49-ის ჩათვლით, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა №16-დან № 18-ის ჩათვლით, ალ. გურგენიძის ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.
0,9