⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2017)
გაუქმებულია:

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ზონირების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.02.2016
ძალის დაკარგვა 02.02.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 370060000.35.173.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 700 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2016 მიღება
02.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ცენტრალური ზონა
2 შუალედური ზონა
3 პერიფერიული ზონა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ზონირების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2016 წლის 29 თებერვალი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ზონირების დამტკიცების შესახებ       „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ’’  ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ'' ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის  №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიისათვის ერთსაფეხურიანი ზონირება და გამოიყოს სამი ზონა – ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული, დანართი  2-ის მიხედვით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისოტოს №28 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ახალციხეში სახელმწიფო და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  1  კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი’’) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K,  სადაც: ა)  CN  –  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG –  არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს; გ)  ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:             გ.ა)  ცენტრალური ზონისათვის  –  1,3-ს,             გ.ბ)  შუალედური ზონისათვის  –  1-ს,             გ.გ)  პერიფერიული ზონისათვის  –  0,7-ს; დ)  C –  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24  ლარის ტოლია; ე)  K  –  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 50-ს. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  შემდეგი ოდენობით: ა)   ცენტრალური ზონა  –  0,45 X 1,3 X 0,24 X 50 = 7,02 ლარი; ბ)   შუალედური ზონა  –  0,45 X 1 X 0,24 X 50 = 5,40 ლარი; გ)   პერიფერიული ზონა  –  0,45 X 0,7 X 0,24 X 50  3,78 ლარი. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი. ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება N ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL 1 ცენტრალური ზონა მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“ – „ძველ ხიდამდე“ - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით  (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია ( კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება - ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია , ახალქალაქის გზატკეცილი , თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა. 1,3 2 შუალედური ზონა 1 ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, მთაწმინდელის, ხანძთელის. 3 პერიფერიული ზონა ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება,  „საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“  ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი. 0,7