,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2016 წლის 26 თებერვალი ქ. საგარეჯო |
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არანაკლებ 10-კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების პროცედურის დაწყების შესახებ, ხოლო საერთო კრების მიერ პეტიციის დროს – საერთო კრების რჩეულს ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილ პირს.“.
2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
გ) მუნიციპალიტეტისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.“.
3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, უნდა შეიცავდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.“.
4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120–ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ განკარგულებით დადგენილი ნიმუშის ფურცელებს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის, განმარტებითი ბარათის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.“.
5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს 61 პუნქტი:
„61. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა მიეცემათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.“
6. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 პუნქტები:
„10. ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას ან საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება გამგებელს. საკრებულო საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის საკრებულოს შესაბამის კომისიას.
11. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს საკითხსდა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პეტიციის შესაბამისად საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;
ბ) ამ მუხლის 11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;
გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.
12. გამგებელი ვალდებულია განიხილოს საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. საკრებულო ასევე უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.
13. პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, მაგრამ თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს აპარატმა საერთო კრებას უნდა წარუდგინოს უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
14. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება.“.
|