⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2018)
გაუქმებულია:

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 02.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2016
matsne.gov.ge 998 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
02.03.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
შესყიდვა
ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვა
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია
ცენტრი
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები, როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი
იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელიც ცენტრს აწვდის საქონელს ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №83 2016 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  სოციალური  რეაბილიტაციის ცენტრის“  (ს/კ:  №202059388) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების  შესყიდვების სპეციალური წესი.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე  და  ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი შპს  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური   რეაბილიტაციის  ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების  შესყიდვის სპეციალური წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების (შესყიდვის ობიექტი) შესყიდვის სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვის პროცედურების გამარტივება და ცენტრის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 3. ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. 4. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. 5. სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ცენტრი; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები, როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით; ე)  მიმწოდებელი – პირი, რომელიც ცენტრს აწვდის საქონელს ამ წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლება-მოვალეობები 1. ცენტრი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა ცენტრისთვის არამომგებიანი აღმოჩნდება; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებლის მიერ ადგილი ექნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობების დარღვევას. 2. ცენტრი ვალდებულია: ა) რაციონალურად, შემსყიდველი ორგანიზაციის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესყიდვის პროცედურები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საქონლის მიწოდებისთანავე, აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (ცენტრის  თანამშრომელი,  კონსულტანტი,  ექსპერტი და სხვა) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის შესრულებაზე. 2. დაუშვებელია, რომ ცენტრის მიერ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დაეკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოწვეულ იქნეს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2  ნაწილით განსაზღვრული ნათესავი; ბ) ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ; ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. ცენტრი  შესყიდვებს ახორციელებს წინა წლის შესყიდვების მონაცემთა გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამით გაცემული ვაუჩერებისა და მომსახურების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნის შესაბამისად. 2. შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა, მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და  პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ., ასევე მიწოდების ვადები და ადგილი; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ვ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეტაპობრივად, ასევე   ერთჯერადად. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის ობიექტის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად. მუხლი  7🔗.  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და მისი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი მონაცემები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი; ე) საქონლის მიღება-ჩაბარების წესი; ვ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი; ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; თ) დავების გადაწყვეტის წესი; ი) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები. 3. შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რომელიც მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ხელშეკრულების დადებამდე და/ან ხელშეკრულების ამოქმედებამდე. 4. შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები. 5. წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას. მუხლი 8🔗. ანგარიშის წარდგენა აღნიშნული წესის გამოყენებით,  შესყიდვის ყველა დოკუმენტაცია ინახება ცენტრში და მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.