„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №84 |
|
2016 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი |
„მუხლი 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში:
ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი;
ბ) რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს ხელმძღვანელი;
გ) ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
ზ) ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
თ) მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
ი) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) ინდუსტრიული და მომსახურების დარგების კვლევის სამმართველოს ხელმძღვანელი;
მ) კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ო) ქვეყნის ბრენდის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი;
პ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჟ) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
რ) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელი;
ს) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ტ) საკანონმდებლო ინიციატივების ლობირების და კანონის იმპლემენტაციის სამმართველოს ხელმძღვანელი;
უ) მდგრადი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;
ფ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ქ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;
ღ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ყ) პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
შ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჩ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევების ბიუროს ხელმძღვანელი;
ც) დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი;
ძ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
წ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი.“.
|