⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.02.2017)
გაუქმებულია:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
ძალის დაკარგვა 28.02.2017
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.165.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 880 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2016 მიღება
28.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქ. საგარეჯოს ზონების აღწერა ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი ITL
ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. 0.7
IMG ITL
0.3 0.7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2016 წლის 26 თებერვალი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქ.საგარეჯოს ტერიტორიის ზონირება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგინდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე, დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარაგულად ჩაითვალოს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული დანართი №1 ქ. საგარეჯოს ზონების აღწერა ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი ITL ცენტრალური ზონა დავით აღმაშენებლის ქუჩა საზღვრებით: დასავლეთით-მდ. თვალთხევიდან, აღმოსავლეთით-რუსთაველისა და დავით აღმაშენებელის ქუჩების გადაკვეთამდე. (დავით აღმაშენებლის ქუჩის ლუწი: №2-დან №58-ის ჩათვლით, კენტი №3-დან №43-ის ჩათვლით), გამარჯვების ქუჩის ნაწილი (№1-დან №35-ის ჩათვლით), თამარ მეფის ქუჩა №2-დან №34-ის ჩათვლით, ერეკლე მეორის ქუჩის ნაწილი, ლუწი:№22-დან130-ის ჩათვლით, კენტი:№1-დან №97-ის ჩათვლით), აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი(№1-დან №11-ის ჩათვლით), ლესელიძის ქუჩა, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის ნაწილი (ლუწი:№2-დან №46-ის ჩათვლით, კენტი:№1-დან №29-ის ჩათვლით) ი.მამისაშვილის ქუჩის ნაწილი (ლუწი: №2-დან №22-ს ჩათვლით, ხოლო კენტი:№1-დან №21-ის ჩათვლით), 9 აპრილის ქუჩის ნაწილი №17-დან №39-ის ჩათვლით, რუსთაველის ქუჩა №73-დან №101-ის ჩათვლით, ალაზნის ქუჩის ნაწილი(ლუწი: №2-დან №60-ის ჩათვლით, კენტი:№1-დან №17-ის ჩათვლით), გიორგი ათონელის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი ლუწი:№2-დან №20-ის, კენტი:№1-დან №25-ის  ჩათვლით. 1.3 შუალედური ზონა ერეკლე მეორის ქუჩა(ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ილია ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), კახეთის ქუჩა მდ. თვალთხევიდან კახეთის გზატკეცილ ქუჩის ნაწილი, 9 აპრილის ქუჩის მაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ქაქუცა ჩოლოყაშვილის უჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, განთიადის ქუჩა, ი.მამისაშვილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), თბილისის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), შოთა რუსთაველის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), სოლომონ დოდაშვილის ქუჩის ნაწილი (ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა), ერისთავის ქუჩა, ბაუჯა ქვლივიძის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, სოლომონ გულისაშვილის ქუჩა, ქურდიანის ქუჩა, სათავის ქუჩა, ფიროსმანის ქუცა, სოფიკო ჭიაურელის ქუჩა, ნუგზარ ჭანტურიას ქუჩა, აკაკი წერეთლის ქუჩის ნაჭილი(ცენტრალურ ზონაში აღნიშნული ნომრების გარდა),ალექსქნდრე ყაზბეგის ქუჩა, მიხეილ ქვლივიძია ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, კახეთის გზატკეცილი საზღვრებით:მდ.თვალთხევიდან საგარეჯო-დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზის დასაწყისამდე ყველა (ლუწი და კენტი) ნომრის ჩათვლით. 1.0 პერიფერიული ზონა ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. 0.7 დანართი №2 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:                            CN=IMGXITLXCXK  ,  სადაც :   ა)  CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;   ბ) IMG არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის – 0.3-ს;   გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:   გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3-ს;   გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;   გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0.7-ს.  დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;  ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 75-ს. 2.      პირველი პუნქტის მიხედვით მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს: ა)   ქ.საგარეჯოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN                                                        ცენტრალური ზონა 0.3 1.3 0.24 75 7.02                                                             შუალედური ზონა 0.3 1 0.24 75 5.40                                                            პერიფერიული ზონა 0.3 0.7 0.24 75 3.78 ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,16 ლარს; გ) დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტრაციული ცენტრის – ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1.35 ლარს; დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით  განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ადმინისტარციული ცენტრის – ქ.საგარეჯოს შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2.70 ლარს. დანართი №3 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე საიჯარო ქირა დიფერენცირებულია ქ.საგარეჯოს ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMGXITLXCXK, სადაც:  ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა; ბ)  IMG არის ქ.საგარეჯოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის – 0.3-ს; გ)  ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:      ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.3-ს;      ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;      გ) პერიფერიული ზონისათვის – 0.7-ს;    დ) C  არის არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;    ე) K  არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-3 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის საიჯარო ქირა 1 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL                       C K CN ცენტრალური ზონა 0.3 1.3 0.24 10 0.936 შუალედური ზონა 0.3 1 0.24 5 0.36 პერიფერიული ზონა                        0.3 0.7 0.24 2 0.101