⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 01.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 020090000.10.003.019168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 537 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
01.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №104 2016 წლის 26 თებერვალი    ქ. თბილისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს:  მუხლი 1🔗 1. საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა 2016 წლის 31 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია: ა)  საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის მიხედვით; ბ) 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა. 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ №2ა დანართის შესაბამისად. 3. საქართველოს სამინისტროებმა 2016 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის მიხედვით. 4. სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2016 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 და №5  დანართების შესაბამისად. მუხლი 2🔗 სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 30 აპრილამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ,  №6 დანართის შესაბამისად.   მუხლი 3🔗 1. 2016 წლის 7 მარტამდე საქართველოს სამინისტროებმა  შესაბამისი მინისტრის ბრძანებით უზრუნველყონ სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. 2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები. 4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.   მუხლი 4🔗 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროები ყოველი წლის 30 ივნისამდე ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს №5 დანართის შესაბამისად. 2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2016 წლის 5 ივლისამდე.   მუხლი 5🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი.  მუხლი 6🔗 ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა 2016 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოწონებული ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი.   მუხლი 7🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა), ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან შეთანხმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,  არა უგვიანეს 2016 წლის 14 ნოემბრისა, წარუდგინონ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.   მუხლი 8🔗 ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორდინაცია  განახორციელოს  საქართველოს  ფინანსთა  სამინისტრომ. მუხლი 9🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015  წლის 19 თებერვლის  №64 დადგენილება.  მუხლი 10🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  2016  წლის  1  მარტიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი