ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №104 |
|
2016 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლების შეფასების შესახებ, №1 დანართის მიხედვით;
ბ) 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, №2 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა.
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელონ №2ა დანართის შესაბამისად.
3. საქართველოს სამინისტროებმა 2016 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, №3 დანართის მიხედვით.
4. სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა, 2016 წლის 20 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ, №4 და №5 დანართების შესაბამისად.
2. სამუშაო ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე, ხოლო მუშაობის პროცესს კოორდინაციას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე ჩაერთონ მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი მიმართულების პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტების უფროსები/წარმომადგენლები, საქვეუწყებო და სხვა კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები/წარმომადგენლები.
4. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელს.
2. საქართველოს სამინისტროებმა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2016 წლის 5 ივლისამდე.
|