1.
რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს  მუნიციპალიტეტის გამგებლს ან/და მის მიერ უფლებამოსილ  მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2.
კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
3.
განცხადებაში მიეთითება  საერთო კრების მოწვევის:

თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);

ბ)  დღის წესრიგი;

გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4.
რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე