1. საერთო კრება (შემდგომ –
საერთო კრება) არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიცპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესში ქმედით ჩართულობას.
2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახლებისაგან (სოფელი/დაბა/ქალაქი), დასახლების სახელწოდებისაგან და ზოგადი სახელწოდებისაგან (საერთო კრება