ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2016
ძალის დაკარგვა 02.02.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016275
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2016 წლის 29 თებერვალი
ქ. გარდაბანი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №17 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ”
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი