"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/96 |
|
2016 წლის 29 თებერვალი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2014, 040030000.22.024.016320) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „6. შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ბ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარებისათვის საჭირო აქტივობების ხელშეწყობისთვის აუცილებელი მექანიზმების ინიციირება და განხორციელება; გ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობისა და მომსახურების კულტურის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა სახის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის გზით; დ) ქვეყნისთვის შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების კუთხით პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირება და მათ მხარდასაჭერად ბაზრის პრინციპებზე მორგებული მექანიზმების შემუშავება; ე) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარებისკენ ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება რელევანტურ მხარეებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მეშვეობით; ვ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ზ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების მიზნით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; თ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის დამყარება და მათი საჭიროებების ანალიზი; ი) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის; კ) ქვეყნის რეგიონებში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების იდენტიფიცირება, რეგიონებს შორის განვითარების არათანაბარი დონის აღმოფხვრის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.02.2016.
- როდის იქნა მიღებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/96. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016403.
- რამდენი მუხლისგან შედგება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1-1/96, 29.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016403 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3206700/