საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/106
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2016
matsne.gov.ge 1,224 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 02.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 01.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 16.05.2018 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 06.09.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 29.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/106 2016 წლის 1 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს  შესწავლა და წინაპირობების ანალიზი; გ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით,  საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად,  საკანონმდებლო ინიციატივების და  საინვესტიციო პოლიტიკის/სტრატეგიის მომზადების, ინიციირების და დამტკიცების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში; დ) ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; ე) საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა და ეფექტურობის შეფასება; ვ) ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება. ასევე, მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომის და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით (CRM); ზ) დაინტერესებული პირების ინფორმირება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების შესახებ; თ) ინვესტორების მიერ დაყენებული საკითხების მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავება და შესრულების ორგანიზება; ი) ინვესტორსა და საჯარო/კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კოორდინირება; კ) ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების ინიციირება და მომზადებაში მონაწილეობა; ლ) ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პროაქტიულად საინვესტიციო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე; მ) ინვესტორთა შემდგომი მომსახურების სისტემის დანერგვა არსებულ ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, ასევე საინვესტიციო პროექტებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის, ინვესტიციების მონიტორინგი დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და კომპანიების გაფართოების მიზნით. 2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; 3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტისს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდენციას; ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას; ზ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს, არსებობის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები  1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საინვესტიციო გარემოს კვლევისა და პოლიტიკის სამმართველო; ბ)პროექტების განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. საინვესტიციო გარემოს კვლევისა და პოლიტიკის სამმართველო: ა) საქართველოს საინვესტიციო გარემოში არსებული პრობლემების, ხარვეზების და განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და წინაპირობების ანალიზი; ბ) ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებებზე (BIT) მუშაობა; გ) შეთანხმებების შედეგებზე პერიოდულად ანგარიშის მომზადება და მიდგომაში ცვლილებების ინიციირება;  დ) საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების და განვითარების პროცესების ორგანიზება, მასში შესაბამისი კომპეტენტური პირების მონაწილეობით; ე) სხვა ქვეყნების საინვესტიციო პოლიტიკის შესწავლა, ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების ან სხვა ორგანოების მიერ მომზადებული კვლევების, ანგარიშების და წინადადებების შესწავლა, საქართველოს პრიორიტეტებიდან გამომდინარე საინტერესო მიგნებების მოძიება საერთაშორისო პრაქტიკაში და ანგარიშების მომზადება; ვ) წინადადებების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელების ინიციირება ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს კანონმდებლობის დახვეწას, არსებული რეგულაციების გამარტივებას და სხვა ფაქტორებს; ზ) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და დაინტერესებული პირების ინფორმირება ქვეყანაში არსებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ; თ) პროექტების განვითარების და ინვესტორებთან ურთიერთობის სამმართველოსთან კოორდინირებული მუშაობა ინვესტორების მიერ დაყენებული პრობლემების, ბარიერების, ინტერესების საინვესტიციო პოლიტიკაში გათვალისწინების მიზნით; ი) სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება; 4. პროექტების განვითარებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის სამმართველო: ა) ინვესტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, აღრიცხვა, შესაბამისი ბაზის ფორმირება და მუდმივი განახლება; ბ) ინვესტორთა შესახებ არსებული მონაცემების კატეგორიზაცია სფეროს, ზომის და სხვა საჭირო მახასიათებლების მიხედვით (CRM); გ) საქართველოში მოქმედი ინვესტორების პრობლემების გამოვლენის პროაქტიული  არხების შექმნა და განვითარება, საიდანაც რეგულარულად მოხდება ინფორმაციის მობილიზაცია; დ) ინვესტორების მიერ დაყენებული საკითხების მოსაგვარებლად სტრატეგიის შემუშავება და შესრულების ორგანიზება; ე) ინვესტორსა და საჯარო/კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების კოორდინირება; ვ) ინვესტორთა შემდგომი მომსახურების სისტემის დანერგვა არსებულ ინვესტორებთან ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით; ზ) ინვესტიციების მონიტორინგი დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და კომპანიების გაფართოების მიზნით არსებული შესაძლებლობების გამოსავლენად; თ) საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა; ი) ქვეყნის შეფარდებითი უპირატესობების განსაზღვრა საინვესტიციო პოტენციალის ჭრილში და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების ინიციირება და მომზადებაში მონაწილეობა; კ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ინიციირებული წინადადებების დამუშავება პროექტებად და დამტკიცების უზრუნველყოფა; ლ) მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში, ცალკეულ დარგში ინვესტიციების ზრდას; მ) ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზის შედეგების გაცნობა და დამატებით საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გამოვლენა და განხორციელების დაგეგმვა; ნ) ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით პროაქტიულად საინვესტიციო ღონისძიებების ინიციირება და ორგანიზება საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე; ო) ინდუსტრიული და მომსახურების დარგების კვლევის სამმართველოსთან კოორდინირებული მუშაობა განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე დარგების იდენტიფიცირებისთვის და მათში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; პ) ქვეყანაში საინვესტიციო  პოტენციალის მქონე ტერიტორიების იდენტიფიცრება, პოტენციალის გამოკვლევის უზრუნველყოფა და საინვესტიციო პროექტების ინიციირება/განხორციელების ხელშეწყობა, რაც იმ ტერიტორიისთვის ფუნქციის შეძენას, განვითარებას და ამით ინვესტორების დაინტერესებას გულისხმობს; ჟ) საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირების მიმართულებით ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, მათი განხორციელების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით; რ) საინვესტიციო პროექტებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის; ს) სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.