⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

,,საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 15.12.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №230
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 155, 21/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,596 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2009 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.NormalChar {mso-style-name:"\[Normal\] Char"; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №230 2009 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1282 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დამტკიცდეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები (დანართებთან ერთად).     მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 21 დეკემბრიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი და პირობები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი და პირობები შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII1 თავის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესსა და პირობებს. 2. გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საგადასახადო შეთანხმების პროცესში, წარმოადგენს მის საგადასახადო საიდუმლოებას და მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის მოთხოვნები. 3. ამ წესსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.     მუხლი 2🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების პირობები 1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია, თუ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა აღემატება 10 000 ლარს და არ არის აღიარებული მის მიერ. 2. გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულების შემცირება საგადასახადო შეთანხმებით შესაძლებელია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის დაწყებამდე ან დავის წარმოების პერიოდში – გადასახადის ძირითადი თანხის ან/და სანქციების ნაწილში; ბ) სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების პერიოდში – სანქციების ნაწილში; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII1 თავის ძალაში შესვლამდე სასამართლოში დაწყებული საგადასახადო დავის პერიოდში ან აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე – გადასახადის ძირითადი თანხის ან/და სანქციების ნაწილში. 3. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე.     მუხლი 3🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების წარდგენა 1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება გადასახადის გადამხდელის განცხადების შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან. 2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, სახელმწიფო ენაზე და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელებას, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, ტელეფონის ნომერსა და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, თუ საგადასახადო შეთანხმების საგანს წარმოადგენს გადასახადების ან/და სანქციების თანხის შემცირება, ან არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობას, თუ საგადასახადო შეთანხმების საგანს წარმოადგენს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა; გ) საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების გადასახადის გადამხდელისათვის მისაღებ ოდენობასა და გადახდის ვადას; დ) გადასახადის გადამხდელის წერილობით ნებართვას შესაბამისი პირებისათვის საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის თაობაზე – ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ე) გადასახადის გადამხდელის ან/და წარმომადგენლის ხელმოწერასა და ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. შემოსავლების სამსახური რეგისტრაციიდან 10 დღეში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესითა და პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრება ვადა არა უმეტეს 10 დღისა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა აღმოფხვრას ხარვეზი. 6. ხარვეზის დადგენის შესახებ გადასახადის გადამხდელს ეცნობება წერილობითი ფორმით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. 7. თუ გადასახადის გადამხდელი დანიშნულ ვადაში არ აღმოფხრავს მითითებულ ხარვეზს, შემოსავლების სამსახური უბრუნებს მას განცხადებას (თანდართული მასალებით). 8. შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, უფლებამოსილია, განცხადება (თანდართული მასალებით) გაუგზავნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით ან დაუბრუნოს გადასახადის გადამხდელს. 9. გადასახადის გადამხდელის განცხადება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრულ სათანადო ინფორმაციად.     მუხლი 4🔗. გადაწყვეტილება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რეგისტრაციიდან 10 დღეში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მასალების (გადასახადის გადამხდელის განცხადება თანდართული მასალებით) საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას. 2. განცხადებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო შეთანხმების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება განკარგულების სახით. 3. საქართველოს მთავრობის სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების შესრულების პირობების (გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა და გადახდის ვადა) განსაზღვრის მიზნით. 4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა და გადახდის ვადა (საგადასახადო შეთანხმების შესრულების პირობები). 5. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ გადასახადის გადამხდელს და შემოსავლების სამსახურს.     მუხლი 5🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმება 1. მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთან აფორმებს საგადასახადო შეთანხმების აქტს, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესაბამისად, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. 2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერენ, ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსი/მისი მოადგილე და, მეორე მხრივ, გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი. ამასთან, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში. 3. საგადასახადო შეთანხმების აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში); ბ) მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები; გ) საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.     მუხლი 6🔗. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შედეგები 1. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად. 2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია აღნიშნული პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).     მუხლი 7🔗. საგადასახადო შეთანხმების შესრულება 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შეთანხმების აქტით გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული, მაგრამ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.     მუხლი 8🔗. დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხის შემცირება 1. შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს შეუმციროს გადასახადები ან/და სანქციები, თუ გადასახადის გადამხდელი მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს საგადასახადო შეთანხმებაში გადასახდელად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაფარვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 9🔗. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა 1. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე ან დასრულებამდე განაცხადებს მის მიერ არადეკლარირებული და შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას, შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია, საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვროს შესაბამისი პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, გადასახადის სახეების მიხედვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 10🔗. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება 1. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ. 2. თუ გასაჩივრებულ საგადასახადო ვალდებულებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საჩივარი არ განიხილება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნაწილში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. დანართი №1 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გადასახადების ან/და სანქციების შემცირების თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადასახადის გადამხდელის დასახელება _______________________________________________________________ საიდენტიფიკაციო ნომერი  _____________ გადასახადის გადამხდელის მისამართი და ტელეფონის ნომერი _______________________________________________________________ გაცნობებთ, რომ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე მერიცხება საგადასახადო ვალდებულება სულ  _____  ლარის ოდენობით. გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII​1 თავის შესაბამისად, გამიფორმოთ საგადასახადო შეთანხმება შემდეგი პირობებით: ა) გადასახდელი საგადასახადო ვალდებულების ჯამური ოდენობა ____ ლარი; ბ) გადასახდელი საგადასახადო ვალდებულების გადახდის ვადა საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან ____ დღე. ამასთან, თანხმობას ვაცხადებ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები გადაეცეს შესაბამის პირებს.  დანართი  ____    ფურცელი. (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი) ხელმოწერა _______________ ბ.ა. ____   ____________   20 ___ წ. დანართი №2 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადასახადის გადამხდელის დასახელება _______________________________________________________________ საიდენტიფიკაციო ნომერი   _______________ გადასახადის გადამხდელის მისამართი და ტელეფონის ნომერი ______________________________________________________________ გაცნობებთ, რომ არადეკლარირებული და შეუსრულებელი მაქვს საგადასახადო ვალდებულება სულ  ___  ლარის ოდენობით. გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVII​1 თავის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ თანხაზე გამიფორმოთ საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც  მითითებული თანხის გადახდის ვადად განისაზღვრება საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან ____ დღე. ამასთან, თანხმობას ვაცხადებ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები გადაეცეს შესაბამის პირებს. დანართი  ____ ფურცელი. (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი) ხელმოწერა _______________ ბ.ა. ____   ____________   20 ___ წ.