საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.02.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/103
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,011 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 11.02.2016 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 06.03.2018 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 01.03.2016 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 29.06.2020 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 30.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/103 2016 წლის 29 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის   თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის  (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; გ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ე) საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; ვ) კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ზ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; თ) სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ი) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობისათვის; კ) ქვეყნის ელექტროკომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; ლ) ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; მ)  საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის, კიბერ ან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; ნ) საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; ო) იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; პ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ჟ) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; რ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ს) ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებაში მონაწილება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; უ) ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრაში და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებასა და ამ პროცესის ანალიზსა და შესწავლაში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად მონაწილეობის მიღება. 2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. 3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდენციას; ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას; ზ) წარუდგენს მინისტრს და მინისტრის შესაბამის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრთან და მინისტრის შესაბამის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს, არსებობის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოსამსახურე.           მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამმართველო; ბ) ფოსტის განვითარების სამმართველო; გ) საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განახლება-დახვეწის პროცესების ორგანიზება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში მოქმედ საწარმოებთან, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა; გ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების სხვა ქვეყნების პოლიტიკების ანალიზი, საუკეთესო უცხოური პრაქტიკის მოკვლევა და საინტერესო მიგნებების საქართველოს პრაქტიკაში დანერგვისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; დ) სათანადო ღონისძიებათა პროექტების შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში ინტეგრირების მიზნით; ე) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; ზ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; თ) ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ჰარმონიზებული საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მათ დანერგვაში  მონაწილეობა ; კ) გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური თავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება  და მათი განხორციელების კოორდინაცია; მ) ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების, პროგრამების, პროექტების შემუშავების ორგანიზება და მათ განსახორციელებლად საერთაშრისო ნორმებთან ჰარმონიზებული შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგის განხორციელება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად; ნ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების სფეროში საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად; ო) საინფორმაციო საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებათა პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად; პ) ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრალების განვითარების მიმართულებათა განსაზღვრა; ჟ) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიური ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; რ) ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების განვითარების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ს) კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; ტ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის, ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიებისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელებაში მონაწილეობა და მონიტორინგი ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების, პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში  მონაწილეობა; უ) ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა; ფ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების შესაძლებლობების კვლევა, განვითარების პროექტების ინიციირება; ქ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მითითებების ანალიზი; ღ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი; ყ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; შ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ჩ) სამმართველოს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების მიზნით საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. 4. ფოსტის განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ფოსტის სფეროს განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განახლება-დახვეწის პროცესების ორგანიზება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ფოსტის სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების პროექტების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ფოსტის სფეროში საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული  ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად; დ) საფოსტო საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფორმირების ხელშეწყობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად; ე) ფოსტის სფეროში ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების, პროგრამების პროექტების და მათ განსახორციელებლად საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და განვითარების მონიტორინგი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან ერთად; ვ) ქვეყნის ფოსტის ქსელების მსოფლიოს გლობალურ ქსელებში ინტეგრირების ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სფეროში მოქმედ საწარმოებთან, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა; თ) ფოსტის სფეროს სხვა ქვეყნების პოლიტიკების ანალიზი, საუკეთესო უცხოური პრაქტიკის მოკვლევა და საინტერესო მიგნებების საქართელოს პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა; ი) საქართველოს ფოსტის ქსელებში ინოვაციების, მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; კ) საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა საფოსტო გზავნილებით სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა  აკრძალული ან შეზღუდულია; მ) ფოსტის სფეროს ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; ნ) ფოსტის სფეროში ჰარმონიზებული საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მათ დანერგვაში მონაწილეობა; ო) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, ფოსტის ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; პ) ქვეყანაში ფოსტის ქსელებისა და საშუალებების განვითარებისა და სრულყოფის კოორდინაცია; ჟ) ფოსტის განვითარების შესაძლებლობების ძიება, განვითარების პროექტების ინიციირება; რ) ფოსტის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მითითებების ანალიზი ფოსტის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტების განხორციელების მონიტორინგი; ს) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; ტ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; უ) სამმართველოს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების მიზნით საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. 5. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სამინისტროებიდან და უწყებებიდან შემოსული, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ან სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების დარგობრივ ექსპერტიზასა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; ბ) ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; გ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ უწყებებთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში მოქმედ საწარმოებთან, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებაში და ჩატარებაში მონაწილეობა; ე) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ) სამმართველოს წინაშე დასახული ამოცანების შესრულების მიზნით დამატებითი ღონისძიებების ინიციირება და განხორციელება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.