სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-321/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
 
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-321/ო

2016 წლის 26 თებერვალი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილების (დანართი№1)  შესაბამისად, ვბრძანებ:   

1. გაიცეს  შპს ,,მედიკალ გლობალ მენეჯმენტზე“  (მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქ. №3ბ) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  საქართველოს  შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამინისტროში (ქ. თბილისი  აკ. წერეთლის გამზირი №144) ან  სასამართლოში.

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი:  შპს ,,მედიკალ გლობალ მენეჯმენტის“ განცხადება №5637, 20.01.2016წ; 

ადგილზე  შემოწმების აქტი №22,  25.02.2016წ.

 ზეპირი მოსმენის ოქმი №5, 26.02.2016წ.

სააგენტოს უფროსი                                          გია თვალავაძე