საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/111
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,791 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 30.07.2018 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 30.04.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 11.11.2025 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 29.06.2020 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 30.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/111 2016 წლის 1 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარება და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ბ) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი   განვითარებისთვის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) სატრანსპორტო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; დ) ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)თან თანამშრომლობით; ვ) საავიაციო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის არსებული პრობლემატიკისა და საჭიროებების შესწავლა და ანალიზი; ზ) ტრანსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; თ) გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა;  ი) ტრანსპორტის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების ინიციირება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; კ) ტრანსპორტთან დაკავშირებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ინიციირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ლ) ლოგისტიკის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; მ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობის კოორდინაცია. 2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. 3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მის ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროდან გამავალ კორესპონდენციას; ვ) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ კორესპონდენციას; ზ) წარუდგენს მინისტრს და მინისტრის შესაბამის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრთან და მინისტრის შესაბამის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და მინისტრის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 9. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს, არსებობის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოსამსახურე.            მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საზღვაო ტრანსპორტის სამმართველო; ბ) სამოქალაქო ავიაციის სამმართველო; გ) სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველო; დ) სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველო; ე) პროექტების მართვის სამმართველო; 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, განახლება არსებული პრობლემებიდან და განვითარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) საზღვაო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მრავალმხრივ  საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთებისა და ამ ხელშეკრულებების  დანერგვის პროცესების ხელშეწყობა; დ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; ე) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) საზღვაო ტრანსპორტის დარგის უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) დარგის განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიის ფორმირების პროცესებში შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის, სახელმწიფო უწყებებისა თუ ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა; ი) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს პრიორიტეტების შესაბამისად ლიბერალიზაციის / რეგულირების პროცესების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; კ) საზღვაო ტრანსპორტის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი განვითარებისთვის პოლიტიკის განახლება; ლ) გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა და განვითარების პროექტების ინიციირება; მ) დარგის ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების მოპოვება-ანალიზი და მონაცემთა ბაზის ფორმირება; ნ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და პოლიტიკაში გათვალისწინების უზრუნველყოფა; ო) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; პ) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; ჟ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; რ) სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. 4. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, განახლება არსებული პრობლემებიდან და განვითარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში  საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში მრავალმხრივ  საერთაშორისო ხელსეკრულებებთან შეერთებისა და ამ ხელშეკრულებების  დანერგვის პროცესების ხელშეწყობა; დ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; ე) დარგის განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიის ფორმირების პროცესებში შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის, სახელმწიფო უწყებებისა თუ ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა; ვ) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; თ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი განვითარებისთვის პოლიტიკის განახლება; ი) გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა და განვითარების პროექტების ინიციირება; კ) დარგის ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების მოპოვება-ანალიზი და მონაცემთა ბაზის ფორმირება; ლ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და პოლიტიკაში გათვალისწინების უზრუნველყოფა დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; მ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა; ნ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; ო) დარგობრივი თათბირების, შეხვედრების კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; პ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ჟ)სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. 5. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, განახლება არსებული პრობლემებიდან და განვითარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით; გ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში  საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; დ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში მრავალმხრივ  საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთებისა და ამ ხელშეკრულებების  დანერგვის პროცესების ხელშეწყობა; ე) ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველი საკითხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; თ) დარგის განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიის ფორმირების პროცესებში შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის, სახელმწიფო უწყებებისა თუ ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა; ი) დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; კ) დარგობრივი შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა; ლ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ,,მწვანე ტრანსპორტირების“ პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; მ) დარგის ფუნქციონირების ძირითადი მაჩვენებლების მოპოვება-ანალიზი და მონაცემთა ბაზის ფორმირება; ნ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი განვითარებისთვის პოლიტიკის განახლება; ო) გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა და განვითარების პროექტების ინიციირება; პ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და პოლიტიკაში გათვალისწინების უზრუნველყოფა   სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ჟ) სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. 6. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად ლოგისტიკის დარგის განვითარების ხელშეწყობა; დ) ლოგისტიკის სფეროში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მისი განვითარებისთვის პოლიტიკის განახლება; ე) გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა და განვითარების პროექტების ინიციირება; ვ) სატრანსპორტო დერეფნის, ლოგისტიკის დარგის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების ინიციირება, განახლება არსებული რეალობიდან გამომდინარე და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ზ) სტრატეგიის ფორმირების პროცესში შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის, სახელმწიფო უწყებებისა თუ ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა; თ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა ლოგისტიკის დარგში  და სტრატეგიაში გათვალისწინების უზრუნველყოფა; ი) ლოგისტიკის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა; კ) გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე და/ან შესაძლებლობებზე რეაგირების სტრატეგიის დასახვა; ლ) დარგის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; მ) სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. 7. პროექტების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის დარგების, ასევე ლოგისტიკის დარგის განვითარების მიზნით საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული  პროექტების მართვა და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის  მხრიდან ინიციირებული საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება; გ) საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებულად განსახორციელებლად მასში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დარგის ექსპერტების და ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა; დ) მიმდინარე საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობაზე რეგულარული ანგარიშების მომზადება და წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და უფლებამოსილი მხარეებისთვის; ე) საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელების საფრთხეების იდენტიფიცირება და წინადადებების ინიციირება მათი პრევენციისთვის; ვ) საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტში არსებულ ხარვეზებზე რეაგირება, წინადადებების ინიციირება მათ გამოსწორებაზე; ზ) საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული  პროექტების დასრულების შემდეგ შეფასების უზრუნველყოფა, შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის; თ) საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც სხვა უწყება ახორციელებს, პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებული მუშაობა, ინფორმაციის გამოთხოვა რეგულარულად პროექტების მიმდინარეობაზე და სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება; ი) სამმართველოს წინაშე მდგარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადასაწყვეტად საჭირო დამატებითი მოქმედებების ინიციირება და განხორციელება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.