1. რჩეულად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
დ) მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
ე) პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების საერთო კრების წევრი.
2. რჩეულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.
თავი მეოთხე
განსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-2000 ამომრჩევე