საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/117
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016419
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,251 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 30.05.2017 ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 29.05.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 09.03.2016 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 20.02.2025 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 24.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/117 2016 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი  შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო  მოთხოვნები მუხლი 1🔗. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების  დეპარტამენტის ხელმძღვანელობა: 1. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) კავშირგაბმულობის ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. 2. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე  ტექნოლოგიების  დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) კავშირგაბმულობის/საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;  გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. მუხლი 2🔗. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველო 1. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. 2. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) ელექტრონული კომუნიკაციების ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა. დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. 3. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) ელექტრონული კომუნიკაციების/ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის,  ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების,  „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) აქტების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. მუხლი 3🔗. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველო 1. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობისა ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  6 თვიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. 2. საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის ან/და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70  დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. მუხლი 4🔗. ფოსტის განვითარების სამმართველო 1. ფოსტის განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) საფოსტო  სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი  გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულების, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. 2. ფოსტის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის სფეროში; ბ) საფოსტო  სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტების აქტებისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა. დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.