საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 15.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/121
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016423
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 18 ივლისის N 1-1/313 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/121
2016 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს
თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ საერთაშორისო სამართლის/ სამართალმცოდნეობის/ სახელმწიფო მართვის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ტრანსპორტის მენეჯმენტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 2🔗. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის/საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“ და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 3🔗. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველო
1. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ტრანსპორტის/ტრანსპორტის ლოგისტიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო კოდექსის“, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 4🔗. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველო
1. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ საზღვაო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველო საზღვაო კოდექსის“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/საზღვაო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით.
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველო საზღვაო კოდექსის“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
3. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/საზღვაო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების/ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველო საზღვაო კოდექსის“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 5🔗. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველო
1. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ საერთაშორისო ურთიერთობების/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 -წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სახმელეთო ტრანსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ საერთაშორისო ურთიერთობების/ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების/ /ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 6🔗. სამოქალაქო ავიაციის სამმართველო
1. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის/ სამოქალაქო ავიაციის/ ტრანსპორტის/ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/ სამართალმცოდნეობის/ სამოქალაქო ავიაციის/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
გ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების“, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
3. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის/სამართალმცოდნეობის, სამოქალაქო ავიაციის/ტრანსპორტის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა;
გ) „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების შესახებ“ შეთანხმების, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 7🔗. პროექტების მართვის სამმართველო
1. პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის/სამართალმცოდნეობის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველო საზღვაო კოდექსის“, ,,საქართელო საჰაერო კოდექსი“, ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის/სამართალმცოდნეობის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“, ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველო საზღვაო კოდექსის“, ,,საქართელო საჰაერო კოდექსი“, ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი პრინციპების, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
3. პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება პროექტების მენეჯმენტის/სამართალმცოდნეობის/ ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება/შესაბამის სფეროში გავლილი სტაჟირება/პრაქტიკა.