⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.2016
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,287 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2016 მიღება
24.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2016 წლის 2 მარტი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის  „გ.ბ“  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 16  ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250050.35.159.016154; 18/07/2014 წ.). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებზე. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი დანართი №1 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1.  გამგეობის   ადმინისტრაციული   სამსახური   (შემდგომში – სამსახური)  არის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი   თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებისა  და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ  მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  ურთიერთობის  ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო  ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახურს აქვს ბეჭედი და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; ბ) იურიდიული საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ)  მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; დ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება; 3. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის უფროსი, რომლის  უფლებამოსილებები  განისაზღვრება გამგეობის  დებულების  მე-9  მუხლით. სამსახურის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით  სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა  და  გამგეობის  კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის  რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოს და გამგეობას  შორის; დ) საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათ შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას, გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; მ) მუნიციპალიტეტის  სხვა თვითმმართველ  ერთეულებთან,  ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ნ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ო) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. საქმისწარმოების და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები სამსახურის საქმისწარმოების და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების   კონტროლს    და   შესრულების    მიმდინარეობის    შესახებ   ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. იურიდიულ საკითხთა  და  ადამიანური  რესურსების  მართვის  განყოფილების  ფუნქციები სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს, გამგებლის, სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოსა და გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების,  ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას,   მათ   შესაბამისობას   მოქმედ  კანონმდებლობასთან   და   მუნიციპალიტეტის   ნორმატიულ აქტებთან; გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ზ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო  სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას   და   კონტროლს,   საკადრო  საკითხებთან   დაკავშირებით   სამართლებრივი აქტების  პროექტების  მომზადებას, მუნიციპალურ  მოსამსახურეთა  პირადი  საქმეების  წარმოებას, მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის  წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული  პირობების დაცვაზე; თ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე, მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ი) გამგეობის სტრუქტურული  ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; კ) კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; მ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; ნ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ო) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ჟ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; რ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ს) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ტ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, რეკომენდაციების შემუშავებას. მუხლი 6🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საკრებულოს,  მუნიციპალური სამსახურებისა და  ადმინისტრაციულ  ერთეულში  გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში  არსებული  ადმინისტრაციული  შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის   ნაკვეთების მოვლა-პატრონობას,   აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) საკრებულოს,  მუნიციპალური  სამსახურებისა  და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ)  საკრებულოს,  მუნიციპალური  სამსახურებისა   და  ადმინისტრაციულ  ერთეულში  გამგებლის წარმომადგენლის   სარგებლობაში  არსებული  სატრანსპორტო  საშუალებების  მოვლა-პატრონობას,  რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; ზ)   მოქმედი   კანონმდებლობით,    გამგეობის   დებულებით   და   მუნიციპალიტეტის   სხვა   სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. წარმომადგენლების კოორდინაციის  განყოფილების ფუნქციები წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების დამუშავებას, გამგებლის წარმოამდგენლებთან ურთიერთკოორდინაციით; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; გ)  კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ  ერთეულში  თვითმმართველი  ერთეულის  ქონების  აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; დ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ  დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის  სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმვის  ნორმებისა  და წესების,  მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ე) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; ვ)  მონაწილეობს   მოქალაქეთა   სამხედრო  აღრიცხვაზე  აყვანის  და  სამხედრო  სავალდებულო  სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო- პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ზ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; თ)   მოქმედი   კანონმდებლობითა   და  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას.