აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/95
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/95     

2016 წ ლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის № 01/4405 და 2016 წლის 18 იანვრის №01/138 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და   გამოარკვია:

საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის  (შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“)  მიერ ხორციელდება ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა.

● პ როექტის მოკლე აღწერილობა:

2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება  (სპეციალური  ოპერაციები) - საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I (რატიფიცირებულია საქართველოს  პარლამენტის 2009 წლის 17 ნოემბრის №2087-IIს დადგენილებით). აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“  მიერ ხორციელდება აჭარის შემოვლითი გზის განვითარების პროექტი (ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა).

ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ12+400 – კმ31+259 (სიგრძით 18.8 კმ) მონაკვეთის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია კომპანია „SAMBO”- ს მიერ დამუშავებულია 2011 წელს. აღნიშნული საპროექტო მონაკვეთი გადის დაბა ქობულეთის ტერიტორიაზე, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ტრანზიტული მოძრაობის უზრუნველყოფა დასახლებული ტერიტორიის გვერდის ავლით. საპროექტო მონაკვეთი გადის მთლიანად ახალ მიმართულებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ორი გვირაბის, თოთხმეტი სახიდე გადასასვლელის და ოთხი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა. საპროექტო ტრასა იწყება 300 მ-მდე სიგრძით სწორხაზოვანი უბნით ვაკე რელიეფზე, რის შემდეგაც იგი არსებული თხევადი გაზის გასამართ სადგურთან ერწყმის ორდონიან სრულ გზაგამტარ კვანძს, რომელიც მოემსახურება ქობულეთისა და მიმდებარე სოფლების საავტომობილო ნაკადის დაკავშირებას საპროექტო მაგისტ რ ალთან. გზაგამტარი კვანძის შემდეგ ქობულეთის რაიონის ტერიტორიაზე საპროექტო გზა სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს მდ. აჭყვას და გაივლის მის ჭალაში გაშლილ სასოფლო- სამეურნეო სავარგულებს. ფიტო-საცდელი კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიის გვერდის ავლით საპროექტო გზა გაივლის 300მ-მდე სიგრძის წიწვოვანი ტყის უბანს, ხოლო შემდეგ - ადგილობრივი გზის გასწვრივ 1კმ სიგრძის მონაკვეთს. გზა საპროექტო სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს სოფ. ხუცუბანთან დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, სადაც გათვალისწინებულია მიერთების არასრული კვანძის მოწყობა. შემდგომ გაივლის ჭალებში მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს, გადა კვეთს მდინარეებს კინტრიშს, კინკიშას. სოფ ელ კვირიკესთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზას იგი კვეთს სახიდე გადასასვლელებით, სადაც ასევე გათვალისწინებულია არასრული მიერთების კვანძის მოწყობა. დაახლოებით 3,5 სიგრძის მონაკვეთით საპროექტო გზა აღმა მიუყვება შუაღელეს ხეობას და რამდენჯერმე კვეთს მის კალაპოტს.  საპროექტო გზა აქ გადის უმეტესად სათიბ   სავარგულებზე და კვეთს რამდენიმე სამეურნეო დანიშნულების გრუნტოვან გზას.   მდ ინარე შუაღელეს გზაგამყოფზე გზა შედის 295მ. სიგრძის გვირაბში. წყალგამყოფის გადაღმა საპროექტო გზა კვეთს მაღალ ხევებს და სოფლებთან დამაკავშირებელ ადგილობრივ ი მნიშვნელობის გზებს 1210მ. სიგრძის ესტაკადით, რომლის ქვევით ექცევა რამდენიმე სახლი. მომდევნო მონაკვეთი გადის ძველ მეწყრულ უბნებზე. შემდგომი მონაკვეთი კი კვეთს ჩაქვის წყლის მარცხენა ფერდს:

საპროექტო დოკუმენტაციით მიღებულია შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:

საანგარიშო სიჩქარე –100კმ/სთ.

 მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ.

 სავალი ნაწილის სიგანე – 7.0მ.

სამოძრაო ზოლების რაოდენობა – 2 ზოლი.

 სამოძრა ო ზოლების სიგანე – 3.5მ.

 გამაგრებული გვერდულების სიგანე – 2.5მ.

 გაუმაგრებელი გვერდულების სიგანე – 1.0მ.

 საფარის ტიპი – ა/ბეტონი (გზის მონაკვეთისათვის)

ც/ბეტონი (გვირაბებისათვის). 

საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული 100 კმ/სთ სიჩქარის უზრუნველყოფისათვის მაქსიმალური ვერტიკალური ქანობი მიღებულ ია 4.5%. 

მითითებული  პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების  გამოყენების ფარგლებში შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში მცხოვრებ მესაკუთრეებთან: 

1) მზია აფხაზავა (პ/ნ  61005002060 ) – უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №20.48.05.651 და №20.48.05.689;

2) ირაკლი ჯაყელიძე (პ/ნ 61004027399) – უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №20.48.06.026;

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“  მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტი წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონება. შესაბამისად, მათზე  საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს  იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო  ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად,  „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის N1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 20 იანვარის,  2016 წლის 12 თებერვლის ოქმების და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“  მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ქობულეთის შემოვლითი გზის ( კმ12+400-კმ31+259) მონაკვეთის  პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

•უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №20.48.05.651; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1503  კვ.მ   -   საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი -  1278 კვ.მ  (შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) მესაკუთრე   მზია აფხაზავა ( პ/ნ  61005002060);

•უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №20.48.05.689; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 1211  კვ.მ   -   საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი -  274 კვ.მ  (შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) მესაკუთრე   მზია აფხაზავა ( პ/ნ  61005002060);

•უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №20.48.06.026; მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი - 745კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი  - 293 კვ.მ. (შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები)  მესაკუთრე  ირაკლი ჯაყელიძე (პ/ნ 61004027399).

2.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ,  №6).

მინისტრი                                                         დ. ქუმსიშვილი