მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2016
ძალის დაკარგვა 24.11.2017
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.11.2017
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2016 წლის 2 მარტი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი
დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
1. გამგეობის ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების მიერ გაწეული საქმის ანალიზს, აწარმოებს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს, აფასებს შედეგებს და ადგენს შესაბამის რეესტრს, ამასთანავე უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო ინფრომაციის გავრცელების და ხელმისაწვდომისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სტატისტიკის და ანალიზის განყოფილება;
ბ) პიარისა და ინფორმაციის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე–14 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გასაჯაროებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
გ) საჯარო ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფას;
დ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობას;
ე) ოფიციალური დელეგაციების მიღების, საგარეო ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების ხელშეწყობას;
ვ) მუნიციპალიტეტში სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სტატისტიკის და ანალიზის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ანალიზისა და სტატისტიკის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზისა და ერთიანი ელექტორონული ბაზის წარმოებას;
ბ) სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაციას და შესაბამისი ნიშნით კლასიფიკაციას;
გ) სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევების წარმოებას;
დ) დასმული საკითხების ანალიზისა და იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას, შესაბამისი კვლევების წარმოებას და შესაძლო რისკების შეფასებას;
ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოსა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებას შესწავლის მიზნით.
მუხლი 5🔗. პიარისა და ინფორმაციის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის პიარისა და ინფორმაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ, თვეში ერთხელ, მაინც პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
დ) მუნიციპალიტეტის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან თანამშრომლობას;
ე) საკრებულოსა და გამგეობისათვის შესაბამისი საინფორმაციო მასალის მოძიებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების დაგეგმვაში და გაშუქებაში მონაწილეობას;
ზ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზების ხელშეწყობას;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.