„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.159.016231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2016 წლის 2 მარტი

ქ. მარნეული

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე  მუხლის  პირველი  ნაწილის  „გ.ბ“  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 010250050.35.159.016150, 18/07/2014 წ.) დანართი 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს:

 

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.“.

 

3. მე-12 მუხლს დაემატოს 91  პუნქტი:

 

„91. ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე მონაცემების შეგროვება, დამუშავება, სტატისტიკის, ანალიზის და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.03.2016.
როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე?
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე მიღებულია 02.03.2016. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.159.016231.
რამდენი მუხლისგან შედგება „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების თაობაზე, №7, 02.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016231 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3212685/