მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2016
ძალის დაკარგვა 07.10.2016
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1.ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ-მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები შესახებ)
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ინფორმაციის დასახელება |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| 1.1 | დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა |
| 1.2 | დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტები (დაწესებეულება/წესდება, შინაგანაწესი) |
| 1.3 | დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში |
| 1.4 | დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები |
| 1.5 | დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტო სურათი, ბიოგრაფიული მონაცემები |
| 2.1 | საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელ.ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები |
| 2.2 | საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები |
| 2.3 | ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ |
| 2.4 | საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში |
| 2.5 | საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა |
| 3.1 | დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგად (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებლთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა |
| 3.2 | აქტები, რომლებიც განსაზღვრავს დაწესებულებებში კონკურსის ჩატარების წესებს |
| 3.3 | დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2016 წლის 2 მარტი
ქ. ოზურგეთი
მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, “ 851 მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს მუნიციპალიტეტის დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის
პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3.
ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი
1.
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2.
„მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირე(ბი)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბერის დეკემბრის N 26 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ (შემდგომ - ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურისან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
1.
მუნ
იციპალიტეტის
საჯარო
დაწესებულებე
ბი
უზრუნ
ველყოფე
ნ
ნუსხით განსაზღვრული საჯარო
ინფორმაციის
პროაქტიულად
გამოქვეყნე
ბას
ამ
მუხლის
მე
-2
-მე-5
პუნქტებით
დადგენ
ილი წეს
ით:
ა)
ელექტრონული ფორმით - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;
ბ)
ან ბეჭდური ფორმით - მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.
2.
ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (მიეთითება მუნიციპალიტეტის ელექტრონული რესურსების დასახელება ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.
ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.
4.
მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
5.
იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე,აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო,მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი,სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1.
მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2.
პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
დანართი №2
მუნიციპალიტეტის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
1.ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ-მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები შესახებ)
1
ინფორმაციის დასახელება
განახლების ვადები
1.1
დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.2
დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტები (დაწესებეულება/წესდება, შინაგანაწესი)
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.3
დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლიურად
1.4
დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.5
დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტო სურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
1.6
დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისმართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი
2.1
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელ.ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.2
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.3
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
2.4
საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
ქვეყნდება ყოველწლირად
2.5
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
ქვეყნდება კვარტალურად
3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
3.1
დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგად (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებლთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.2
აქტები, რომლებიც განსაზღვრავს დაწესებულებებში კონკურსის ჩატარების წესებს
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში
3.3
დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
ქვეყნდება კვარტალურად
4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორცილებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შემთხვევაში
4.1
შესყიდვების წლიური გეგმა
ქვეყნდება კვარტალურად
4.2
შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით
ქვეყნდება კვარტალურად
4.3
ინფორმაცია დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
ქვეყნდება კვარტალურად
4.4
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯბი
ქვეყნდება კვარტალურად
5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
5.1
ბიუჯეტის პროექტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში
5.2
დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი
ქვეყნდება კვარტალურად
5.3
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)
ქვეყნდება კვარტალურადა და ყოველწლიურად
5.4
საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში
5.5
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა ტანამსრომლებზე (ჯამურად)
ქვეყნდება კვარტალურად
5.6
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)
ქვეყნდება კვარტალურად
5.7
დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.8
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.9
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.10
დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.11
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.12
ფინანსური დახმარების (გარანტიები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია
5.13
ინფორმაცია მიღებული გრანტის შესახებ, მათ შორის, გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა
ქვეყნდება ყოველწლიურად
5.14
ნორმატიული აქტები რომლების უშუალოდ არის დაკავშირებული დაწესებულებების საქმიანობასთან
ქვეყნდება ძალში შესვლიდან 10 დღეში
5.15
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია
ქვეყნდება ძალში შესვლიდან 10 დღეში
6. სხვა საჯარო ინფორმაცია
6.1
დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია
განახლებადია ცვლილების შემთხევაში
6.2
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურის შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ
განახლებადია ცვლილების შემთხევაში