,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.167.016267
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2016 წლის 4 მარტი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:    

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.07.2014, 010250020.35.167.016140).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის   „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“.

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-2 მუხლი   „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის   „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;“.

 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის   „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები და სხვა;“.

5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის   „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;“.

6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის   „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი  თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;“.

7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის   „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარი ინფორმირების გარეშე;“.

8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-4 მუხლს   „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე