„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-41
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-41

2016 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/11/1013 წ., სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

1. „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკას (დანართი №4)“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი11

მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატს;

ბ) შესაბამისი მიმართულებით, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (რუსული ან ინგლისური);

ე) სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა.“.

2. „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №8)“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ინფორმატიკის, მათემატიკის ან ფიზიკის სპეციალობით;

ბ) არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დ) სავალდებულოა ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ე) კომპიუტერული პროგრამების MS Office Word, Excel, Access, Power point, Outlook ცოდნა;

ვ) სასურველია SPSS და STATA-ს ცოდნა;

ზ) კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი.“

3. „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკის (დანართი №9)“ მე-3-მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის (სასურველია ინგლისური ენა და ლიტერატურა) ან სხვა მონათესავე დარგში;

ბ) არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ე) კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა;

ვ) ოფიციალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა;

ზ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.

მუხლი 4

დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის ან სხვა მონათესავე დარგში;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციაში ან/და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ე) კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა;

ვ) ოფიციალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა;

ზ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.

მუხლი 5

დონორთა პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, უცხო ენის ან სხვა მონათესავე დარგში;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

გ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დ) კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა;

ე) ოფიციალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა;

ვ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.

მუხლი 6

ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ან სხვა მონათესავე დარგში;

ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ე) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

ვ) კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა;

ზ) ოფიციალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა;

თ) დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.

მუხლი 7

ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, დიპლომატიის, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის ან სხვა მონათესავე დარგში;

ბ) არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო ურთიერთობების ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დ) სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენ(ებ)ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ე) კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა;

 ვ) ოფიციალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა;

ზ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.

მუხლი 8

ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის ან სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ან საგარეო ურთიერთობების, დიპლომატიის, საერთაშორისო ეკონომიკის, საჯარო მმართველობის ან სხვა მონათესავე დარგში;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციაში ან/და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დ) კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power point, Outlook) და Internet-ის ცოდნა;

ე) ოფიციალური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ელემენტების/სტანდარტების ცოდნა;

ვ) სასურველია დიპლომატიური ეტიკეტისა და პროტოკოლის ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია