,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 15.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №231
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 155, 21/12/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 775 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №231 2009 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა რურუა – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 2. საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ოთარ თოიძეს – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაგდა ანიკაშვილს – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ამირან ბატატუნაშვილს – „საქართველოს ყრუთა კავშირის“ წარმომადგენელს რეზო მაისურაძეს – „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წარმომადგენელს გიორგი ძნელაძეს – „ინვალიდთა ლიგის“ წარმომადგენელს ზაზა სიხარულიძეს – „ღვთისშვილთა კავშირის“ წარმომადგენელს ნანა ლომაძეს – „კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ საქმიანობას რომ საჭიროებენ“ წარმომადგენელს მაია ბიბილეიშვილს – „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ასოციაციის წარმომადგენელს მადონა ხარებავას – ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელს.     მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.     მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი საბჭო არის ინვალიდობის სფეროში საქართველოს მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო.     მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ინვალიდობის სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; ბ) ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო სამოქმედო სტრატეგიული გეგმის მომზადების ან მასში ცვლილებების შეტანის კოორდინაცია; გ) ინვალიდობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების ზედამხედველობა (მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასებების ანგარიშების მოსმენა); დ) ინვალიდობის სფეროში საკანონმდებლო წინადადებებისა და ინიციატივების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ე) საბჭოს ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელების შედეგად შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნებისა და ყოველწლიურად გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.     მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ინვალიდობის სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და საბჭოს სხვა ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები; გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები.     მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე ინვალიდობის სხვადასხვა სახეობის უფლებათა დამცველი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც. 3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც: ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას; ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. 4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას მასთან შეთანხმებით ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. 5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც: ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 6. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა (სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე), აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.     მუხლი 5🔗. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე. 2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. 4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.