„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოსპარლამენტისწევრისსტატუსისშესახებ“ საქართველოსკანონშიცვლილებებისშეტანისთაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04. 1998, გვ.201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საპენსიო უზრუნველყოფა და გარანტიები
1. პარლამენტის ყოფილ წევრს ენიშნება პენსია და მიეცემა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის ყოფილი წევრის პენსიის ოდენობა იცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) ოდენობის ცვლილების შესაბამისად.
3. პარლამენტის წევრის, აგრეთვე ყოფილი პარლამენტის წევრის შრომისუნარიანობის დაქვეითების შემთხვევაში (ასევე იმ პირის, რომლის შრომისუნარიანობა დაქვეითდა პარლამენტის წევრად არჩევამდე) საპენსიო ასაკის მიღწევამდე პენსიის გაანგარიშება ხდება პენსიის დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობიდან.“.
2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მის არასრულწლოვან შვილს (შვილებს) და კმაყოფაზე მყოფ ან შრომისუუნარო მეუღლეს ენიშნება პენსია დანიშვნის მომენტისათვის პარლამენტის წევრის ხელფასის (თანამდებობრივი განაკვეთის) სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 4 ივნისი.
№113-Iს