1. რჩეულად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
დ) მუნიციპალიტეტის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
ე) პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების საერთო კრების წევრი.
2. რჩეულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.
თავი IV
განსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-2000 ამომრჩევე