1. რჩეული  საერთო  კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის  გამგებლს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.

2. კრების გამართვამდე 1  (ერთი) თვით  ადრე  მაინც,  რჩეული  მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.

3. განცხადებაში მიეთითება, საერთო კრების მოწვევის:

ა) თარიღი;

ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);

გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით,  უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზ