„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2016 წლის 7 მარტი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 17. 07. 2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016114) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი:

მუხლი 351. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 

1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის  რეგისტრაციის  თაობაზე  ინფორმაცია  და  საერთო  კრების  დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

4.  დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. 

5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.

6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 352-ე მუხლი:

მუხლი 352. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის  სფეროში გამგებლის უფლებამოსილება

დასახლების  საერთო  კრების  მოწვევისა და  საქმიანობის  ხელშეწყობის  სფეროში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;

ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;

დ)  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი  პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 353 მუხლი:

მუხლი 353.  საერთო  კრების  ჩატარებისთვის  საჭირო  ორგანიზაციული  და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი საინიციატივო ჯგუფის, ან რჩეულის მიერ წარდგენილი  მოთხოვნის  საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს  ბრძანებას  საერთო  კრების  ჩატარებისთვის  საჭირო  ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია