1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს:

ა) დასახლებების საერთო კრებების განსაზღვრა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:

ა.ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;

ა.ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა   რაოდენობა აღემატება 500-ს  და ნაკლებია  2000-ზე;

ა.გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის აღრიცხვა  ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით;

ბ) საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენების ფორმის და  ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) გამგეობის  დებულებაში ცვლილების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა