„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №49

2016 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„72. საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია: გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური