„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№113
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.019178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017691) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დებულების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელება.“.

4. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 15. ყოფილი ნაღმსაშიში რაიონები

ყოფილი ნაღმსაშიში რაიონები და საზღვრები:

 

რაიონის №

რაიონის მდებარეობა

რაიონის საზღვრები

განედი

გრძედი

1

(32)

 

ბიჭვინთის კონცხი

 სამხრეთ-აღმოსავლეთით

1. φ = 43005.402'N

2. φ = 43001.252'N

3. φ = 42058.902'N

4. φ = 43003.502'N

λ = 40027.000'E

λ = 40033.250'E

λ = 40030.200'E

λ = 40023.400'E

 

შენიშვნა: ფრჩხილებში მითითებული საზღვაო რაიონების ნომრები რაიონის ძველი ნომერია, მაგ.: „1 (32)“, სადაც: 1 არის რაიონის ახალი ნომერი, (32) – რაიონის ძველი ნომერი.“.

 

6. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7.  დებულების მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ნაოსნობისთვის დროებით აკრძალულ რაიონად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საზღვაო სივრცე, რომელიც გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის და რომელშიც ჩაშვებულია საწარმოო ინვენტარი ან აღმართულია ნაგებობა.

ა) აღნიშნული რაიონის კოორდინატები თანხმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ −  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან, რომელსაც, თავის მხრივ, დადგენილი წესით აქვეყნებს სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

ბ) აღნიშნულ რაიონში ნაოსნობის დროებით აკრძალვა ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის მთელ პერიოდში, გარდა მომსახურე მცურავი საშუალებებისა და გარემოსდაცვითი კონტროლის  განმახორციელებელი  მცურავი საშუალებებისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი