საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/133
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/03/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/133
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა -MS office Word, Excel, Power Point
2. აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური სპეციალობით;
ბ) სასურველია საგარეო ვაჭრობის ან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების, საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრუქტურის, ფუნქციებისა და სამართლებრივი ბაზის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა – MS office Word, Excel, Power Point.