სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 09.03.2016
ძალაში შესვლა 01.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №119
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2016
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 12 | 10 |
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| I | II |
| დეპოში სახანძრო ავტომობილების რაოდენობა, ცალი | 12 |
| სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი, ჰა | 2,2 |
| შენობა-ნაგებობების დასახელება | ფართობი მ2 |
| ა) სპორტული დარბაზი დამხმარე სათავსებით | 580 |
| ბ) მოედანი 100-მეტრიანი ზოლისათვის დაბრკოლებებით | 550 |
| გ) 50 მ3 მოცულობის მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი ავტომობილების დასაყენებელი მოედნით | 210 |
| დ) მოედანი სასწავლო სახანძრო კოშკით | 540 |
| ე) სპორტული მოედნები | 612 |
| 2. სარეზერვო ავტომობილების დახურული სადგომი | 576 |
| ა) სახანძრო მოწყობილობებისა და სამეურნეო ინვენტარის | 60 |
| ბ) ცეცხლმაქრი საშუალებების (ფხვნილი, ქაფწარმოქმნელი და სხვ.) | 240 |
| სათავსების დასახელება | ფართობი მ2 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე „იახტების უსაფრთხოების წესები და ტექნიკური სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №119
2016 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ“ თანდართული ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №50 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების
დაპროექტების ნორმების შესახებ
ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ძირითად მოთხოვნებს, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახანძრო დეპო - სახანძრო დაცვის დანაყოფის პირადი შემადგენლობის მოსათავსებლად, აგრეთვე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის განსათავსებლად განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან/და შენობა-ნაგებობათა კომპლექსი;
ბ) გამწოვი ვენტილაციის აირსარინი სისტემა - ვენტილაციის სისტემა, რომელიც განთავსებულია სახანძრო ავტომობილების სადგომში და რომელზეც სახანძრო ავტომობილების გამოსაბოლქვი სიტემის მიერთებით ხორციელდება გამონაბოლქვის ავტომობილების სადგომს გარეთ გაწოვა;
გ) სახანძრო სახელო - მოქნილი მილსადენი მოწყობილი შემაერთებელი თავებით, რომელიც გამოიყენება ხანძრის ადგილზე წყლისა და წყლის ხსნარების მისაწოდებლად;
დ) დამკვეთი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, აგრეთვე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანო, უწყება ან/და იურიდიული პირი, რომელთაც უფლება აქვთ შექმნან სახანძრო დაცვის დანაყოფები.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სახანძრო დეპო, სასაწყობო სათავსები, დამხმარე და სხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა ნუსხას სახანძრო ავტომობილების (შემდგომში - ავტომობილი) საჭირო რაოდენობის შესაბამისად ადგენს შენობა-ნაგებობის დამკვეთი.
2. სახანძრო დეპოები მათი დანიშნულებისა და ავტომობილების საჭირო რაოდენობის მიხედვით იყოფა შემდეგ ტიპებად:
ა) I ტიპი - ქალაქების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო, რომელშიც შესაძლებელია 6, 8, 10 ან 12 ავტომობილის განთავსება;
ბ) II ტიპი - ქალაქების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო, რომელშიც შესაძლებელია 2, 4 ან 6 ავტომობილის განთავსება;
გ) III ტიპი - მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ობიექტების დასაცავად განკუთვნილი ცენტრალური სახანძრო დეპო, რომელშიც შესაძლებელია 6, 8, 10 ან 12 ავტომობილის განთავსება;
დ) IV ტიპი - მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ობიექტების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო, რომელშიც შესაძლებელია 2, 4 ან 6 ავტომობილის განთავსება;
ე) V ტიპი - დაბის და სოფლის დასახლებების დასაცავად განკუთვნილი სახანძრო დეპო, რომელშიც შესაძლებელია 1, 2, 3 ან 4 ავტომობილის განთავსება.
3. მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ობიექტების დასაცავად განკუთვნილ სახანძრო დეპოს ტიპს განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო.
4. ამ ტექნიკური რეგლამენტის №1, №2, №3, №4 და №5 დანართები არის სარეკომენდაციო ხასიათის.
მუხლი 4🔗. სახანძრო დეპოს შენობის განთავსებისა და მიწის ნაკვეთის მოწყობისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. სახანძრო დეპო უნდა იყოს განთავსებული მიწის ნაკვეთზე, რომელსაც გააჩნია გასასვლელი მაგისტრალურ ქუჩაზე ან საერთო საქალაქო დანიშნულების გზაზე.
2. სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთი მისი საზღვრებიდან დაშორებული უნდა იყოს საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობამდე არანაკლებ 15 მეტრით, ხოლო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და სამკურნალო დაწესებულებების შენობა-ნაგებობამდე - არანაკლებ 30 მეტრით.
3. სახანძრო დეპო მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს ისე, რომ მანძილი ავტომობილების სადგომის კარიდან სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის საზღვრამდე (წითელ ხაზამდე) იყოს, როგორც წესი, არანაკლებ 15 მეტრი, ხოლო II, IV, V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის აღნიშნული მანძილი შეიძლება შემცირდეს 10 მეტრამდე.
4. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც უნდა განთავსდეს სახანძრო დეპო, როგორც წესი, განისაზღვრება სახანძრო დეპოს ტიპისა და ავტომობილების რაოდენობის მიხედვით (№1 დანართი).
5. სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სათავსების შემადგენლობა და ფართობი, გარდა სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობისა და ფართობისა, როგორც წესი, განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართის შესაბამისად დამკვეთის მიერ.
6. სახანძრო დეპოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს საწარმოო და სასწავლო-სპორტულ ზონებად.
7. საწარმოო ზონაში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო დეპოს შენობა. საწარმოო ზონაში შესაძლებელია, აგრეთვე, განთავსდეს სარეზერვო ავტომობილების დახურული სადგომი და საწყობები.
8. სახანძრო დეპოს სასწავლო-სპორტულ ზონაში, როგორც წესი, მოწყობილი უნდა იყოს სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსი (№2 დანართი).
9. სახანძრო დეპოს ტერიტორიის გამწვანების ფართობი, როგორც წესი, უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფართობის არანაკლებ 15%.
10. სახანძრო დეპოს ტერიტორიას უნდა ჰქონდეს:
ა) შესასვლელი (გასასვლელი);
ბ) შესასვლელი (გასასვლელი) კარი, რომლის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 4,5 მეტრი;
გ) მყარი საფარი არსებულ გზებსა და მოედნებზე.
11. სახანძრო დაცვის დანაყოფის შენობა-ნაგებობის წინ მდებარე გადასაკვეთი ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), როგორც წესი, მოწყობილი უნდა იყოს შუქნიშანი და აკუსტიკური სიგნალის მქონე შუქის მაჩვენებელი, რომლებიც სახანძრო დეპოდან ავტომობილების განგაშის სიგნალზე გასვლისას, შესაძლებელს გახდიან ტრანსპორტისა და ქვეითების მოძრაობის შეჩერებას. შუქნიშნის ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს დისტანციურად, სახანძრო დაცვის დანაყოფის კავშირგაბმულობის პუნქტიდან.
მუხლი 5🔗. სახანძრო დეპოს შენობის მოწყობისათვის დადგენილი მოთხოვნები
1. სახანძრო დეპოს, მათ შორის, ცენტრალური სახანძრო დეპოს შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას, სათავსების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება დამკვეთის მიერ, როგორც წესი, ტექნიკური რეგლამენტის №3 და №4 დანართების შესაბამისად.
2. სახანძრო დეპოები უნდა იყოს არანაკლებ II ხარისხის ცეცხლმედეგობის. V ტიპის სახანძრო დეპოებისათვის დასაშვებია IV-V ხარისხის ცეცხლმედეგობის ერთსართულიანი შენობების დაპროექტება. V ხარისხის ცეცხლმედეგობის V ტიპის სახანძრო დეპოს შენობაში ხის კედლები, ტიხრები და ჭერის ზედაპირი უნდა იყოს მობათქაშებული სათავსების შიდა მხრიდან.
3. სახანძრო დეპოს ცენტრალური შესასვლელი უნდა იყოს მოწყობილი შენობის მთავარი ფასადის მხრიდან.
4. განგაშის სიგნალზე ავტომობილების სადგომთან და პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დაუშვებელია ზღურბლის, საფეხურების მოწყობა, აგრეთვე დანადგარების, სხვა სახის კონსტრუქციების და მათი გამოწეული ნაწილების მოწყობა იატაკის დონიდან არანაკლებ 2,2 მეტრის სიმაღლეზე.
5. მორიგე ცვლის მოსასვენებელი ოთახი განთავსებული უნდა იყოს სახანძრო დეპოს პირველ ან მე-2 სართულზე. მოსასვენებელ ოთახსა და ავტომობილების სადგომს შორის გათვალისწინებული უნდა იყოს ტამბური ან დერეფანი.
6. განგაშის სიგნალზე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მოძრაობის გზებზე დერეფნების სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,4 მეტრი.
7. მორიგე ცვლის მოსასვენებელი ოთახის მე-2 სართულზე განთავსებისას, ავტომობილების სადგომში ჩასასვლელად, სართულშორის გადახურვაში უნდა იყოს გათვალისწინებული 1,2x1,2 მეტრი ზომის ღიობები 200 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის ბოძებით (ერთი ბოძი მორიგე ცვლის 7 კაცზე). ღიობების თავზე უნდა მოეწყოს კაბინები შიგნით გასახსნელი, მაბლოკირებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ორფრთიანი კარებით.
8. ავტომობილების სადგომის სიმაღლე განისაზღვრება ავტომობილების ტიპის (მახასიათებლების) მიხედვით.
9. სახანძრო დეპოში კავშირგაბმულობის პუნქტი უნდა მდებარეობდეს ავტომობილების სადგომიდან ავტომობილის გამოსვლის მიმართულების მარჯვენა მხარეს, ხოლო ტექნიკური მომსახურების საგუშაგო - მარცხენა მხარეს.
10. ავტომობილების სადგომში ავტომობილებს შორის, აგრეთვე ავტომობილებსა და შენობის კონსტრუქციებს შორის გასასვლელების სიგანე, როგორც წესი, უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართს. ავტომობილების სადგომის ტექნიკური მომსახურების სათავსების სიგანე, როგორც წესი, I-IV ტიპის სახანძრო დეპოებისათვის უნდა იყოს არანაკლებ 15-18 მეტრი, V ტიპის დეპოსთვის - არანაკლებ 12-15 მეტრი, ხოლო მსხვილგაბარიტიანი ავტომობილების განთავსებისას ავტომობილების სადგომის ტექნიკური მომსახურების სათავსების სიგანე განისაზღვრება დამკვეთის მიერ.
11. ავტომობილების სადგომის კარის სიგანე ერთი მეტრით უნდა აღემატებოდეს ავტომობილების სადგომში არსებული თითოეული ავტომობილის სიგანეს. ავტომობილების სადგომის თითოეულ კარს უნდა ჰქონდეს მექანიკური და ავტომატური საკეტები, აგრეთვე ფიქსატორები, რომლებიც გამორიცხავს კარის თვითნებურად ჩაკეტვას. კარის ზედა ნაწილი უნდა იყოს შემინული კარის მთლიანი ფართის არანაკლებ 30%-ზე. პირველ კარზე (კავშირგაბმულობის პუნქტიდან) უნდა იყოს გათვალისწინებული არანაკლებ 0,7x2 მეტრი ზომის კარი.
12. ავტომობილების სადგომში ავტომობილის გასაჩერებელი ადგილის გაბარიტები უნდა იყოს აღნიშნული 0,1 მეტრი სიგანის თეთრი ზოლებით. ავტომობილების სადგომში გათვალისწინებული უნდა იყოს საბჯენები ავტომობილების უკანა თვლებისათვის. ავტომობილების სადგომის თითოეულ კართან წინა კედელზე უნდა იყოს მოწყობილი არანაკლებ 1x0,4 მეტრი ზომის უკანა ხედვის სარკე.
13. სახანძრო დეპოს შენობის გასასვლელის წინ გზის საფარის გეგმარებითი ნიშნული, როგორც წესი, უნდა იყოს ავტომობილების სადგომის იატაკის ნიშნულზე 0,15 მეტრით დაბლა, ხოლო ავტომობილების სადგომის იატაკის დონე უნდა იყოს მომიჯნავე სათავსების იატაკის დონეზე არანაკლებ 0,05 მეტრით დაბლა. ავტომობილების სადგომში გათვალისწინებული უნდა იყოს იატაკის დახრილობა კარის წინ არსებული ტრაპებისა და ღარების მიმართულებით.
14. ავტომობილების სადგომში, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომობილის მომუშავე ძრავიდან გამონაბოლქვი აირების გამწოვი ვენტილაციის აირსარინი სისტემა. ავტომობილების გამოსაბოლქვი სისტემა მუდმივად უნდა იყოს მიერთებული გამწოვი ვენტილაციის აირსარინ სისტემაზე და ავტომატურად უნდა ჩაიხსნას ავტომობილის დაძვრისთანავე.
15. II, IV, V ტიპის სახანძრო დეპოებში დასაშვებია ტექნიკური მომსახურების საგუშაგოების შეთავსება ავტომობილების სადგომებთან.
16. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში, აგრეთვე ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უნდა მოეწყოს ავტომობილის დასათვალიერებელი ორმოები - ერთი ორმო 3 ავტომობილზე. ავტომობილის დასათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ჩასასვლელი საფეხურებით და ზემოდან იხურებოდეს არანაკლებ 12 მილიმეტრი დიამეტრის ლითონის ღეროს მოსახსნელი გისოსით. ორმოს პერიმეტრზე უნდა მოეწყოს არანაკლებ 80 მილიმეტრი სიმაღლის დამცავი ზღუდე. ავტომობილის დასათვალიერებელი ორმოს იატაკი და კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით, იატაკზე უნდა დაიგოს ხის გისოსი, კედლებში უნდა იყოს გათვალისწინებული თაროები ინსტრუმენტებისა და სანათებისათვის. ავტომობილის დასათვალიერებელი ორმოს კედლებში სანათებისათვის განსაზღვრული თაროები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან.
17. სახანძრო დეპოს კავშირგაბმულობის პუნქტს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება და განთავსებული უნდა იყოს ავტომობილების სადგომის მომიჯნავედ. ავტომობილების სადგომისა და კავშირგაბმულობის პუნქტის გამყოფ ტიხარში (კედელში) საგზურების გადასაცემად უნდა იყოს 1,2x1,5 მ ზომის ფანჯარა იატაკიდან 0,6 მ სიმაღლეზე. დაუშვებელია სახანძრო დეპოს კავშირგაბმულობის პუნქტიდან ავტომობილების სადგომში გასვლა.
18. სახანძრო სახელოების შენახვისა და ტექნიკური მომსახურების სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება.
19. აირწინაღებისა და აპარატების სამრეცხაოს და საშრობის კედლები უნდა იყოს მოპირკეთებული კერამიკული ფილებით.
20. სასწავლო კლასი და ოცეულის მეთაურის (მორიგე ცვლის უფროსი) კაბინეტი უნდა განთავსდეს მორიგე ცვლის სათავსების გვერდით.
21. სამაშველო დანაყოფებისათვის, რომლებიც ახორციელებენ პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, სათავსების შემადგენლობა და ფართობი განისაზღვრება დამკვეთის მიერ.
მუხლი 6🔗. საინჟინრო მოწყობილობა
1. სახანძრო დეპოს შენობაში უნდა იყოს მოწყობილი კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია. სახანძრო დეპოს შენობა აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყალმომარაგებით, ავტომატური და სუსტდენიანი მოწყობილობებით.
2. ავტომანქანების სამრეცხაო კანალიზაციის სისტემა გარე ქსელებთან მიერთებული უნდა იყოს გამწმენდი მოწყობილობის მეშვეობით.
3. ავტომობილების სადგომში ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ +160C. ავტომობილების სადგომში და ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში, როგორც წესი, გათვალისწინებული უნდა იყოს წყლით გათბობის სისტემა.
4. ავტომობილების სადგომში გათვალისწინებული უნდა იყოს შიდა სახანძრო ონკანი.
5. ავტომობილების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოს სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ჰაერმიმოცვლის სისტემა.
6. I-IV ტიპის სახანძრო დეპოების ელექტრომომარაგება, როგორც წესი, უნდა იყოს I კატეგორიის საიმედოობის.
7. I-IV ტიპის სახანძრო დეპოს შენობები უნდა იყოს მოწყობილი სახანძრო-სადარაჯო სიგნალიზაციით და ხმამაღლა მოლაპარაკე კავშირით.
8. კავშირგაბმულობის პუნქტი, ავტომობილების სადგომი, მორიგე ცვლის სათავსები და მათი დამაკავშირებელი დერეფნები მოწყობილი უნდა იყოს ავარიული განათებით.
9. სახანძრო დეპოს შენობა მოწყობილი უნდა იყოს სატელეფონო კავშირის ქსელით, ხოლო სახანძრო ტექნიკისა და მორიგე ცვლის სათავსები - განგაშის სიგნალიზაციის დანადგარებით.
10. სანიტარიული კვანძები გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო დეპოს ყველა სართულზე.
№1 დანართი
სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი
სახანძრო დეპოს ტიპი
I
II
III
IV
V
დეპოში სახანძრო ავტომობილების რაოდენობა, ცალი
12
10
8
6
6
4
2
12
10
8
6
6
4
2
4
3
2
1
სახანძრო დეპოს მიწის ნაკვეთის ფართობი, ჰა
2,2
1,95
1,75
1,6
1,2
1
0,8
1,7
1,6
1,5
1,3
1,2
1
0,8
0,85
0,64
0,55
0,28
№2 დანართი
სახანძრო დეპოს ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობების სათავსების
შემადგენლობა და ფართობები
შენობა-ნაგებობების
დასახელება
ფართობი მ2
სახანძრო დეპოს ტიპი
I
II
III
IV
V
ავტომობილების რაოდენობა დეპოში, ცალი
12
10
8
6
6
4
2
12
10
8
6
6
4
2
4
3
2
1
1. სასწავლო-სპორტული ზონა:
ა) სპორტული დარბაზი დამხმარე სათავსებით
580
580
320
320
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
ბ) მოედანი 100-მეტრიანი ზოლისათვის დაბრკოლებებით
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
550
გ) 50 მ3 მოცულობის მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი ავტომობილების დასაყენებელი მოედნით
210
210
210
210
210
150
75
210
210
210
210
210
150
75
75
75
დ) მოედანი სასწავლო სახანძრო კოშკით
540
540
540
540
540
250
250
540
540
540
540
540
250
250
250
250
ე) სპორტული მოედნები
612
612
360
360
360
360
96
612
612
612
360
360
360
96
192
96
2. სარეზერვო ავტომობილების დახურული სადგომი
576
480
384
288
288
192
96
576
480
384
288
288
192
96
192
96
3. საწყობები:
ა) სახანძრო მოწყობილობებისა და სამეურნეო ინვენტარის
60
60
60
50
50
40
20
60
60
60
50
50
40
20
20
20
ბ) ცეცხლმაქრი საშუალებების (ფხვნილი, ქაფწარმოქმნელი და სხვ.)
240
200
200
160
120
80
40
240
200
200
160
120
80
40
80
40
№3 დანართი
სახანძრო დეპოს სათავსების შემადგენლობა და ფართობები
სათავსების
დასახელება
ფართობი მ2
სახანძრო დეპოს ტიპი
I
II
III
IV
V
ავტომობილების რაოდენობა დეპოში, ცალი
12
10
8
6
6
4
2
12
10
8
6
6
4
2
4
3
2
1
1. სახანძრო ავტომობილების სადგომი და ტექმომსახურების სათავსი:
ა) სახანძრო ავტომობილების სადგომი
860
720
580
440
370
210
70
860
720
580
440
370
210
70
175
130
70
35
ბ) ტექნიკური მომსახურების საგუშაგო სათვალიერებელი ორმოთი
90
90
90
90
90
90
70
90
90
90
90
90
90
70
70
70
35
გ) სახელოსნო
30
30
30
25
25
20
20
30
30
30
25
25
20
20
20
20
დ) ინსტრუმენტებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობი
20
20
15
15
10
10
10
20
20
15
15
10
10
10
10
10
ე) ავტოტექნიკის ღია სამრეცხაო
90
90
90
90
90
90
90
90
90
90
90
90
90
90
-
-
ვ) მორიგე ცვლის უფროსის კაბინეტი
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
12
ზ) სასწავლო კლასი
2,5 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით
2. კავშირგაბმულობის პუნქტი:
ა) სადისპეტჩერო
20
18
18
15
15
15
12
30
25
25
20
15
15
12
15
12
ბ) ოთახი პერსონალისათვის
10
10
10
10
10
8
8
10
10
10
10
10
8
8
8
8
3. სახელოების უბანი:
ა) სათავსი სახელოების მომსახურებისა და შენახვისათვის
45
45
35
30
25
20
10
45
40
35
30
25
20
10
12
10
ბ) სპეცტანსაცმლის გასარეცხი და გასაშრობი სათავსი
30
30
25
25
20
18
16
30
30
25
25
20
18
16
18
16
4. აირკვამლდამცავი სამსახურის საგუშაგო: სათავსი აირწინაღების შესანახად და შესამოწმებლად:
35
30
25
20
50
30
20
35
30
25
20
50
30
20
30
20
5. სამსახურებრივი სათავსები:
ა) უფროსის კაბინეტი
16
16
16
16
14
14
14
16
16
16
16
14
14
14
14
14
ბ) უფროსის მოადგილის კაბინეტი
14
14
14
14
12
12
12
14
14
14
14
12
12
12
12
12
გ) კანცელარია (მისაღები)
12
12
12
12
10
10
10
12
12
12
12
10
10
10
10
10
დ) ინსპექტორების ოთახი
4 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით
ე) ოთახი მორიგე ცვლის მოსასვენებლად
4,5 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით
6. დამხმარე სათავსები:
ა) სპეცტანსაცმლის შესანახი და გასახდელი
4 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, პირადი შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით
ბ) თერმოკამერა
10
10
8
8
8
8
8
10
10
8
8
8
8
8
8
8
გ) საშხაპე და ტუალეტი
თანახმად სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნებისა
დ) სასადილო ოთახი
1,4 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის 75%-იანი დასწრების გათვალისწინებით
ე) სამზარეულო
20
16
14
12
10
10
10
20
16
14
12
10
10
10
10
10
ვ) მატერიალური საწყობი
55
45
40
30
25
18
12
55
45
40
30
25
18
12
18
12
ზ) სააქტო დარბაზი
1,6 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, მორიგე ცვლის პირადი
შემადგენლობის 100%-იანი დასწრების გათვალისწინებით
თ) სპორტული დარბაზი
280
160
80
45
40
40
40
280
160
80
45
40
40
40
-
-
№4 დანართი
ცენტრალური სახანძრო დეპოების სათავსების შემადგენლობა და ფართობები
სათავსების დასახელება
მომსახურე სახანძრო დეპოების რაოდენობა
10 და მეტი
9 - 5
4 და ნაკლები
1. სახანძრო დაცვის დანაყოფის სათავსები
4 მ2 თითოეულ თანამშრომელზე, ოთახები 4-6
და 3-5 ადამიანზე
2. სახელოების საგუშაგო:
ა) სახანძრო სახელოების ტექმომსახურების სათავსი
220
200
150
ბ) სახელოების გასაცემი და შესანახი საწყობი
60
50
35
გ) დამხმარე მასალების შესანახი სათავსი
12
10
6
დ) სპეცტანსაცმლის საშრობი სათავსი
15
12
10
3. აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზა:
ა) სააპარატო
50
45
35
ბ) ჟანგბად-მაიზოლირებელი აირწინაღების საშემკეთებლო სახელოსნო
30
25
15
გ) ჟანგბადისა და ჰაერშემვსები სადგური
20
20
12
დ) ჟანგბადის ბალონების სათავსი
12
10
8
ე) ჟანგბად-მაიზოლირებელი აირწინაღების გასარეცხი და საშრობი სათავსი
18
18
15
4. სახანძრო დაცვის კავშირგაბმულობის ცენტრალური პუნქტი:
ა) საოპერაციო დარბაზი
75
75
შენიშვნა
ბ) სააპარატო
30
30
20
გ) პერსონალის სათავსი
12
12
8
დ) უფროსის კაბინეტი
12
12
10
ე) კავშირის საშუალებების საშემკეთებელო ოთახი
15
15
12
5. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მართვის დანაყოფი
ა) სამუშაო ოთახი
12
12
-
ბ) პერსონალის ოთახი
12
12
8
გ) გასახდელი
8
8
6
6. საკონფერენციო დარბაზი
მიიღება სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების შესაბამისად, ადგილების რაოდენობა განისაზღვრება საპროექტო სამუშაოების ტექნიკური დავალებით
№5 დანართი
გასასვლელების სიგანე სახანძრო ტექნიკის სათავსში
სახანძრო ტექნიკის სათავსში
ავტომობილებსა და კონსტრუქციებს
შორის მანძილი, მეტრებში
ავტომობილებს შორის - არანაკლები
2,0
მარჯვენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე - არანაკლები
2,0
მარცხენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე - არანაკლები
1,5
ავტომობილიდან კოლონის წიბომდე - არანაკლები
1,0
ავტომობილიდან უკანა ან წინა კედლამდე:
ა) 1-2 ავტომობილზე
ბ) 4 და მეტ ავტომობილზე
2,0
3,0