საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/137
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,628 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 27.12.2016 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 25.03.2025 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 03.06.2022 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 30.05.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 29.11.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/137 2016 წლის 9 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა: 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  იურიდიული, ეკონომიკური ან საფინანსო განათლება; ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო ან/და ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. გ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ე) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ვ) სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული/ეკონომიკური ან საფინანსო განათლება; ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 -წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, და  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Microsoft  Certified Solutions Expert ან/და Cisco Certified Network Associate (CCNA) (Routing And Switching ან/და Security) ან/და VMware Certified Advanced Professional 5  Data Center Administration (VCAP5-DCA) ან/და Linux Network Professional Certification (LPIC-2) ან/და Oracle Certified Professional – Java SE 8/7/6 Programmer საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველო 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  ეკონომიკური ან საფინანსო განათლება; ბ) საბიუჯეტო დაწესებულებაში საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  6-თვიანი წლიანი  გამოცდილება; გ) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; დ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ე) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ  დებულების“,  ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231  ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის  №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მთავარი ბუღალტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  ეკონომიკური ან საფინანსო განათლება; ბ) საბიუჯეტო დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; დ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“  დებულების,  ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231  ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) განათლება საფინანსო ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; დ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ  დებულების“,  ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231  ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) განათლება საფინანსო ან ეკონომიკური სპეციალობით; ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; დ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების, ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული ,,საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ  დებულების“,  ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231  ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი  გამოცდილება; გ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების, ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებისა და  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. 2. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების,  ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებისა და  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველო 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლოჯისტიკის  სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება; გ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. 2. ლოჯისტიკის  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. 3. ლოჯისტიკის  სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) სასურველია ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება ან/და სტაჟირება. გ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Cisco Certified Network Associate (CCNA R&S ან Security) ან/და MCSA Solutions Associate Windows 2012 Server ან/და VMware Certified Associate VCA-DCV ან/და Linux LPIC – 1 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიან მუშაობის გამოცდილება. სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; დ) Linux-ის (Сentos/RedHat), Windows Server (2008/R2 2012/R2)-ის ოპერაციული სისტემების, Vmware  (ESXi 4/5/6) და Cisco-ს ქსელური ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (Windows სისტემის ადმინისტრატორი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება  ან/და  MCSA Solutions Associate Windows Server 2008 ან 2012 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიებში სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ)Windows Server 2008 R2-სა და Windows Server 2012 R2 ოპერაციული სისტემებისა და მასში არსებული სერვისების – Active Directory, DNS, DHCP, File Sharing, IIS, WSUS-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირების ცოდნა; დ) მომხმარებელთა ჯგუფური მართვის პოლიტიკის (Group policy) კონფიგურაცია და ადმინისტრირების ცოდნა; ე) Microsoft Exchange 2010, TMG, Lync 2010, Sharepoint 2010 და MS Project Server 2010 ინსტალაციის, კონფიგურაციისა და ადმინისტრირების ცოდნა; ვ) Microsoft SQL Server 2008 R2 ინსტალაციისა და კონფიგურაციის ზოგადი ცოდნა; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:   ა) უმაღლესი  განათლება ან/და  MTA Technology Associate  ან/და MCSA Solutions Associate Windows 8 ან Windows 7 ან/და CompTIA IT Fundamentals საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ოპერაციული სისტემისა და დამატებითი პროგრამების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; დ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; ე) IP ტელეფონების კონფიგურაციის (XML ფაილის მეშვეობით), IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა;   ვ) Active Directory-ში მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა; ზ) მობილურ მოწყობილობებზე ელექტრონული ფოსტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა; თ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და  MTA Technology Associate  ან/და MCSA Solutions Associate ან/და CompTIA IT Fundamentals საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი  გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ცხელი ხაზის – პირველადი მხარდაჭერის სფეროში); გ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; დ) სასურველია IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა;  ე) მობილურ მოწყობილობებზე ელექტრონული ფოსტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა; ვ) სასურველია Active Directory-ში, Exchange Server-ზე მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა; ზ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის პროგრამული განვითარების სამმართველო 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და Oracle Certified Professional – Java SE 8/7/6 Programmer საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Oracle, MySql, MS SQL, T-SQL, Project build Tools: Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services კარგად ცოდნა; დ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (Java პროგრამისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და Oracle Certified Associate ან/და Java SE 7, SE 5/6 SE 8 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) Css, HTML, XML, Javascript, Java EE,  Spring, Angular, Oracle, MySql, PostgreSQL,   Project build Tools: Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services კარგად ცოდნა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ვებპროგრამისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:   ა) უმაღლესი  განათლება ან/და Zend PHP Certification საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ვებპროგრამირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Jquery, MySql, PostgreSQL, Adobe Photoshop Web Services კარგად ცოდნა; დ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველო 1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. სასურველია  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის №1-1/45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ,,საქმისწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  (საქმისწარმოების სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის №1-1/45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ,,საქმისწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა. დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის №1-1/45 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ,,საქმისწარმოების ინსტრუქციის“ ცოდნა. დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საარქივო საქმიანობის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საარქივო საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (,,დეს”) მუშაობის გამოცდილება; 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (საარქივო საქმიანობის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საარქივო საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის, „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა. დ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში („დეს“) მუშაობის გამოცდილება; მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კონსულტანტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა.