სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №263

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული მოძრავი ქონება.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ამ განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი