ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 25.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020952
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში იყალთოს ხევის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას, ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიასა და განვითარებული სისტემებისა და ტექნოლოგიის მართვის კომპანიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსათვის გათვალისწინებული საგრანტო პროექტის − ოფისის განახლების პროექტის თაობაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №317
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 აგვისტოს №493 დადგენილებით დამტკიცებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონის საზღვრებში მდებარე ტერიტორიის (შემდგომში – ბახმაროს საკურორტო ზონა) განვითარების შესაბამისი გეგმის/კონცეფციის შემუშავება და ამ მიზნით, ამავე განკარგულებით გათვალისწინებული კვლევებისა და ღონისძიებების ჩატარება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ:
ა) მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოს ბახმაროს საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზ(ებ)ის მდგომარეობის შესწავლა, საავტომობილო გზ(ებ)ის მდგომარეობის გაუმჯობესების/საავტომობილო გზ(ებ)ის მშენებლობის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭიროებების განსაზღვრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის შემდგომ, უზრუნველყოს ამავე ტერიტორიაზე საავტომობილო გზ(ებ)ის მდგომარეობის გაუმჯობესება/საავტომობილო გზ(ებ)ის მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნა.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მეშვეობით, საფონდო მასალებსა და ვიზუალურ შეფასებებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს:
ა) ბახმაროს საკურორტო ზონაში და მისკენ მისასვლელ გზებზე მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, თოვლის ფიზიკური მახასიათებლების (თოვლის სიმკვრივე და წყლიანობა), ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადების კვლევა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის დახმარების აღმოჩენა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით.
4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ბახმაროს საკურორტო ზონის ელ. ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტების შედგენა (რაც, ასევე მოიცავს ელ. ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების ალტერნატიული პროექტების შედგენას) და შემდგომში მათი განხორციელების უზრუნველყოფა/კოორდინაცია.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს, ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული ბახმაროს საკურორტო ზონაში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 აგვისტოს №493 დადგენილებით დამტკიცებული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სისტემური ანალიზი, გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი კვლევებისა და ღონისძიებების განხორციელების შემდგომ ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების გეგმის/კონცეფციის შემუშავება.
7. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, საქართველოს ენერგეტიკის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა მინისტრებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეების შემადგენლობით შეიქმნას ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების ხელშემწყობი კომისია (შემდგომში – კომისია).
8. ამ განკარგულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი