სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” სამეთვალყურეო საბჭო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54¹ მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 10 აპრილს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში, 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 26 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” დირექტორის 2015 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში.
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში.
3. საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წარმოდგენელი ანგარიშის დამტკიცება.
5. 2015 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილების შესახებ.
6. საზოგადოების განვითარების პერსპექტივების შესახებ.
7. 2016 წლის აუდიტის არჩევა.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრი“ 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2016 წლის 10 აპრილის 17:00 საათამდე მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74ა T: 2220718 დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრის” ოფისი.
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს”
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. ასათიანი